• მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ველოტურები
  • ღონისძიებები
  • კორპორატიული
  • ველომაღაზიები
  • საინტერესო
    • ქუიზები
    • ბლოგი
  • კონტაქტი
პროფილი
  • ავტორიზაცია
KA
  • EN

კორპორატიული ველოტურები

კორპორატიული ველოტურები შესანიშნავი საშუალებაა გუნდური სულის გაძლიერებისთვის და თანამშრომლებისთვის დაუვიწყარი დასვენების დღეების და გამოცდილების შესაქმნელად. ჩვენი ველოტურები მოიცავს სხვადასხვა სირთულის და სიგრძის მარშრუტებს, რომლებიც შეესაბამება ყველა დონეს.

რატომ კორპორატიული ველოტურები?

  • გუნდური სულის გაძლიერება: ველოტურები გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი: ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ენერგიის დონეს, რაც პოზიტიურად აისახება სამუშაო პროდუქტიულობაზე.

  • ბუნებასთან კავშირი: ჩვენი ველოტურები მოიცავს საქართველოში ყველაზე ლამაზ და საინტერესო ადგილებს. თქვენ დატკბებით ბუნებით და აღმოაჩენთ ახალ ადგილებს.

  • მოტივაცია და ინსპირაცია: ახალი გამოწვევები და გამოცდილებები თანამშრომლებს დამატებითი მოტივაციისა და ინსპირაციის წყაროა.


ჩვენი გამოცდილი გიდები დაგეხმარებიან მარშრუტების შერჩევაში და ჯგუფის მართვაში.

თუ თქვენთვის საინტერესოა კორპორატიული ველოტურების ორგანიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

ჩვენი გუნდი

მე, მარ მიხელიძე, “კავკასიის ველო ქსელის” ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ. ის, რისთვისაც ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენს რეგიონში ველოს შესახებ ცნობიერება ამაღლდეს, განვითარდეს სხვადასხვა მიმართულებით. ყველას, ვისთვისაც საჭირო გახდება კონსულტაცია, ჩვენი პლატფორმა დაეხმარება, რომელიც ათასობით ადამიანის გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

მარ მიხელიძე

მარ მიხელიძე


ფსიქოლოგიის ბაკალავრი, ფსიქოდიაგნოსტიკის მაგისტრანტი

კავკასიის ველო ქსელის ერთ-ერთი დამაარსებელი. CCN-ის წარმომადგენლებს ძალიან გვიყვარს ველოსიპედი და ველოაქტივობები, ამიტომაც შევქმენით ეს ქსელი. ჩვენ ჩვენი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ველო ივენთებს და ვქმნით ველოგარემოს საქართველოში. CCN-ის მიზანია ველოსიპედის პოპულარიზაცია. ეს მოიცავს ქალაქში ველოქომიუთინგს, ანუ ველოს ტრანსპორტად გამოყენებას, ველოტურებს და ველოშეჯიბრებებს. ჩვენი ჯგუფი არის დიდი ღია პლატფორმა ყველა ველომოყვარულისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი ველოტურების და გამოცდილების გაზიარება. ასევე, ხელს ვუწყობთ საქართველოში ველომაღაზიებსა და ველოსახელოსნოებს გაააზიარონ თავიანთი აქტივობები რაც ხელს უწყობს ველოს პოპულარიზებას.

მარიამ ცუცქირიძე

მარიამ ცუცქირიძე


Software Developer

ველოსიპედი ჩემთვის გადაადგილების საშუალებაა, შენ არ ხარჯავ სამყაროს რესურსებს, გარდა იმისა რაც საარსებოდ გჭირდება და ქალაქის გადატვირთულ მოძრაობაში შეგიძლია A – დან B პუნქტამდე თითქმის ყველა ტრანსპორტზე უფრო სწრაფად მიხვიდე. ქალაქში სიარული 6 წლის წინ დავიწყე, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო ყოველდღიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი და მათზე დამოკიდებულება, ამიტომ ვიპოვე ჩემებური გამოსავალი, გადავჯექი ორ ბორბალზე და აღარ ჩამოვსულვარ იქიდან). ჩემსა და ველოსიპედის ასეთ მჭიდრო ურთიერთობაში დიდი წვლილი შეიტანა ველოსაზოგადოებამ და ველოშეკრებებმა. გავიცანი ბევრი ველომოყვარული, ვისთან ერთადაც შემოვიარე საქართველოს მრავალი მიუვალი ადგილი.

ნიკოლოზ კურდღელაშვილი

ნიკოლოზ კურდღელაშვილი


ველოსიპედის მექანიკოსი, გიდი, ვიდეოგრაფი

2012 წლიდან დღემდე ველოსიპედი ჩემთვის არის გადაადგილების უმთავრესი საშუალება. ჩემთვის, ველოსიპედს უკავშირდება სასარგებლო გამოცდილება, უამრავი დადებითი ემოცია და სასიამოვნო მოგონებები. მოხარული ვარ, ჩემი თითქმის ათწლიანი გამოცდილება გავუზიარო და მოვახმარო ველოკულტურის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიაში.

ლექსო მაჭარაშვილი

ლექსო მაჭარაშვილი


ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალისტი, ველოგიდი

ჩემთვის ველოსიპედი ქალაქში გადაადგილების უსწრაფესი საშუალებაა. სულ რაღაც 15 წლის ვიყავი როდესაც დავჯექი ველოსიპედზე, მალევე გავიცანი ძალიან კარგი და მეგობრული ველოსაზოგადოება და სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედე. დავიწყე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და მალევე მივხვდი რომ ეს იქნებოდა ჩემი ერთადერთი ტრანსპორტი. ველოსიპედმა მომცა საშუალება მემოგზაურა და დამეგროვებინა უამრავი თავგადასავალი. ჩემი ველოსიპედი მეტია ვიდრე უბრალოდ ტრანსპოტი, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

ირაკლი ქსოვრელი

ირაკლი ქსოვრელი


ინჟინერი, მექანიკოსი

ველოსიპედი დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე გართობის მიზნით და ვერ წარმომედგინა ლისის ტბას თუ გავცდებოდი ოდესმე. ბოლო 3 წელია რაც სატრანსპორტო საშუალებად ვიყენებ. პანდემიამდე სამსახურში სასიარულოდ ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა ჩემთვის, ისევე როგორც მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოში.. 4 წლის წინ მხოლოდ ლისის და კუს ტბების მიმდებარედ თუ ვფიქრობდი ველოთი სეირნობას, დღეისთვის უკვე მოვინახულე შემდეგი ტბები: ჭილის, ჭინჭაოს, ქულბაქის, ქორულდის, ნადარბაზევის და სხვა ❤ ველოსიპედმა შემძინა უამრავი საინტერესო მეგობარი, რაც მათთან ერთად ველო მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის…

ირაკლი დოლიძე

ირაკლი დოლიძე


იურისტი

ქალაქში ველოსიპედით სამი წელია გადავაადგილდები. ჩემ ირგვლივ ბევრს ვერც წარმოუდგენია ამ ეკოტრანსპორტის გამოყენება, რადგან ბევრ მცდარ აზრთანაა დაკავშირებული. მინდა, რომ თბილისი ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო ადგილი გახდეს და მოსახლეობა მას არამარტო რეკრეაციული მიზნით, არამედ ყოველდღიურ ტრანსპორტადაც იყენებდეს.

ელენი ლალიაშვილი

ელენი ლალიაშვილი


ფსიქოლოგი
×


  1. მთავარი
  2. Corporate bike tours

მოგვწერეთ

CAPTCHA
Loading...

ჩვენი მისამართია

თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00 შაბათი: 10:00-19:00 კვირას არ ვმუშაობთ

დაგვიკავშირდით

caucasuscyclingnetwork@gmail.com
© Caucasus Cycling Network 2024 | Created with by CCN

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.