
თუ
ველოს ტარება ბავშვობისას არ გისწავლია, ეს არც სამარცხვინოა და არც გასაკვირი; ახალი გამოწვევა თან სახალისოა, თან ამაღელვებელი; ივითარებ ახალ უნარს, რომელიც გზას გიხსნის ველო თავგადასავლებისკენ, ველო საზოგადოების ცხოვრებაში ჩართვისკენ!
- თუ არასდროს გიცდია
- გიცდია, მაგრამ არ გამოგსვლია
- იცი ველოს ტარება, მაგრამ საკმარისად თავდაჯერებულად არა
- გინდა, ველოზე სხვადასხვა უნარის დახვეწა
- ქალაქში გადაადგილების გამოცდილება არ გაქვს და არ იცი, როგორ დაიწყო
მოგვმართე, ჩვენ გთავაზობთ:
- ინდივიდუალურ/ჯგუფურ გაკვეთილებს
- მეგობრულ და გამოცდილ ინსტრუქტორებთან თანამშრომლობას
- უსაფრთხო, დაცულ სივრცეს სწავლებისთვის
პირობები:
- ველოსიპედი არის ჩვენი
- ვთანხმდებით მოსახერხებელ დროზე
- თუ თანახმა იქნებით, ფოტოებს და ვიდეოებს გადაგიღებთ გვერდზე განსათავსებლად
ჩვენ მოხალისეობრივად გასწავლით და თანხის გადახდა არ გიწევთ, მაგრამ თუ ძალიან გსურთ გადაიხადოთ, დაუჭირე მხარი "კავკასიის ველო ქსელის" სამომავლო გეგმებს ამ ანგარიშზე ჩარიცხვით:
GE76TB7513736080100007
რამდენი შეხვედრაა საჭირო?
დამოკიდებულია სწავლის სისწრაფეზე, მაგრამ ჩვენი გამოცდილებით, მინიმუმ 2 შეხვედრაა საჭირო;
შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, სანამ თქვენ არ ისურვებთ შეწყვეტას
რას სწავლობთ?
- ველოს მართვას სწორ რელიეფზე, უსაფრთხო გარემოში
- სწორი დამუხრუჭების ტექნიკას
- მოხვევას
- მცირე აღმართისა და დაღმართის დაძლევას
- ცალი ხელის გაშვებას (მისანიშნებლად)
- ფეხზე ადგომით ველოს მართვას
- და ა.შ.
ველოსიპედით სიარული თავისუფლებაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ისწავლოს.
დაგვიკავშირდი: 558204125 /
info@ccn.ge