ველოს მორგება საჭიროების შესაბამისად

ველოს მორგება საჭიროების შესაბამისად
12.06.2025
19:00
გოძიაშვილის პარკი
12 ივნისი, 19:00 სთ

როცა ვაპირებთ ველოსიპედით ვიაროთ, პირველ რიგში, ველო უნდა მოვირგოთ სწორად
ეს საჭიროა: კომფორტისთვის, სახსრები რომ არ დავიზიანოთ, ბევრი კილომეტრის გავლა შევძლოთ და ა.შ.
Bike Fitting, ანუ ველოს მორგება დამოკიდებულია ველოსიპედისტის ანატომიაზე, რა მანძილის გავლა აქვს მიზნად დასახული, როგორ აპირებს სიარულს: სწრაფი ტემპით, ნელ-ნელა თუ ოქროს შუალედს ირჩევს

ამ თემაზე "ბრევეტი 300"ის მომზადების ფარგლებში შეხვედრას ჩაატარებს ნიკოლოზ კურდღელაშვილი - ველო ინსტრუქტორი, ველო გიდი, ველო მექანიკოსი და სისიენის წარმომადგენელი.

შეხვედრა ჩატარდება 12 ივნისს, 19:00 საათზე, ყაზბეგის გამზირზე არსებულ ვასო გოძიაშვილის პარკში (შეკრება მთავარ შესასვლელთან, სადაც ველო პარკინგებია)

დასწრება თავისუფალია, მსურველებმა მოგვწერეთ PM