ველო გამოწვევა ქალებისთვის: გაიარე რაც შეიძლება, მეტი! 💪

ველო გამოწვევა ქალებისთვის: გაიარე რაც შეიძლება, მეტი! 💪
06.07.2025
08:00
თბილისი - Tbilisi
⚠️ გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას

#მხოლოდქალებისთვის

🔝 6-13 ივლისს იტალიაში ქალების ჯირო დ'იტალია იმართება: საგზატკეცილო ველო შეჯიბრება;

8 დღის განმავლობაში ქალები დაფარავენ 939.6 კმ-ს, 14,000 მეტრი ამაღლებით;

💠 CCN და Gsport გთავაზობთ გამოწვევას ქალებს/გოგოებს:

- ჩვენს გამოწვევაში გაიმარჯვებს ის, რომლის შედეგიც ყველაზე მეტად იქნება მიახლოებული ჯიროს კილომეტრაჟსა და ამაღლებასთან

- არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობთ ან რა ტიპის ველოსიპედი გყავთ
- შეარჩიე სასურველი დრო ველოსიპედით კილომეტრების გასავლელად, ჩაიწერე სტრავაზე
- არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე ივლი: 1, 2 თუ 8; როგორც გირჩევნია!

🔥 მონაწილეობისთვის:

✔️ უნდა მოგვწეროთ Facebook ან Instagram გვერდზე;
✔️ უნდა გამოგვიგზავნოთ გავლილი მარშრუტები Strava/Komoot ელ ფოსტაზე: info@ccn.ge
✔️ ყოველ გასვლაზე 1 ფოტო მაინც უნდა გადაიღოთ და მოგვნიშნოთ სისიენი და Gsport

🏆 გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 15 ივლისს, 19:00 საათზე, ყაზბეგის გამზირზე


🤗 მონაწილეობა თავისუფალია ყველა მსურველისთვის