წითელი ხიდიდან კარწახის ტბამდე - COP30 Bike Ride

წითელი ხიდიდან კარწახის ტბამდე - COP30 Bike Ride
14.05.2025
07:00
Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი
14 მაისი: ველოს ძეგლიდან მივდივართ წითელ ხიდამდე და შემდეგ მარნეულისკენ
15 მაისი: მარნეული - წალკა
16 მაისი: წალკა - კარწახის ტბა
17 მაისი: "დროშის გადაცემა" თურქეთის საზღვარზე და თბილისისკენ წამოსვლა ახალქალაქის და ბორჯომის გავლით

მონაწილეობა შეუძლია მას, ვისაც დღეში 70-80 კმს გავლის გამოცდილება, გამართული ველოსიპედი და სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი, საკვების ნაკრები) აქვს. რა თქმა უნდა, უფასოა მონაწილეობა. თუ სრულ გზაზე ვერ, შეგიძლიათ, ნაწილობრივ, სხვადასხვა ლოკაციებზე დაგვემგზავროთ.
თუ წამოსვლას გადაწყვეტთ, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

ისტორია მოკლედ: კლიმატის ცვლილების კონფერენცია შარშან აზერბაიჯანში ჩატარდა, წელს კი - ბრაზილიაშია. ველოსიპედისტები, ვინც 12 ქვეყანა გაიარა ბაქოში მოსახვედრად, წელს ბრაზილიაში მიდიან ჯერ ველოთი, შემდეგ გემით, და ისევ ველოსიპედით. ხოლო წინა კონფერენციის ქვეყნიდან "დროშის გადასაცემად" საზღვრიდან საზღვრამდე ივლიან ველო ენთუზიასტები.
გაიგე მეტი: https://copbikeride.org/cop30
უფრო მეტი: https://drive.google.com/file/d/1OA2qaSgcut4EjmF1ddIroPl4kJdIGlB0/view