შენი ველოს დღე ✨️

შენი ველოს დღე ✨️
01.06.2025
11:00
Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი
🚴‍♀️ საზოგადოების ნაწილს ველოსიპედი ერთი ფორმის და დანიშნულების ნივთი ჰგონია:

ჩვენთვის კი, ვისაც ველო გვიყვარს, თითქმის სულიერია;
განვასხვავებთ წონით, ფერით, ნაწილებით, ჩარჩოს მასალით, ამორტიზატორების ხარისხით და ა.შ.

ზოგისთვის ველო ყოველდღიური ტრანსპორტია,
ზოგისთვის მთიდან სწრაფად დაშვების საშუალება,
ვიღაცებისთვის - მოგზაურობის მეგზური,
ან - საკუთარი ძალების გამოვლენის საშუალება;

არ აქვს მნიშვნელობა, სამთო ველო გყავს თუ bmx, გრაველი თუ road, ყოველდღე დადიხარ თუ თვეში ერთხელ, ამ დღეს ჩვენთან ერთად უნდა იყო!

ველოს საერთაშორისო დღე 3 ივნისსაა, თუმცა მსვლელობას ვმართავთ 1 ივნისს (რადგან კვირაა ✨️)

ვიკრიბებით 11 საათზე ველოს ძეგლთან და ნელა, მშვიდად, მხიარულად მივემართებით ვაკის პარკისკენ

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ველოსიპედით, e kick scooter ით, გორგოლაჭებით, სკეიდით, ლონგბორდით, სირბილით, ეტლით, e wheel ით 🤟

გასავლელი მანძილი: 5 კმ