საქართველო უკვდავია.

საქართველო უკვდავია.
09.04.2025
11:59
Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი
ℹ️ ვიკრიბებით ველოსიპედის ძეგლთან 9 აპრილს, 12:00 საათზე

🛣 ველო მსვლელობა გაივლის გმირთა მოედანსა და 9 აპრილის მემორიალს

🇬🇪 საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლას, მრავალი ადამიანი შეეწირა

გვინდა, ამ მსვლელობით პატივი მივაგოთ ყოველ მათგანს და მადლიერება გამოვხატოთ

ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გამოხატოს თავისი ერთგულება ქვეყნის მიმართ, ცხადად დააფიქსიროს:
რომ რუსეთი არის მტერი და მასთან მეგობრობა არც მისაღებია და არც რეალისტური.
რომ საქართველოს არ სურს იყოს რუსეთის გავლენის სფერო.

👻 დემენტორები ცდილობენ, საქართველო წარმოაჩინონ აგრესორად ამ ურთიერთობებში, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს დემენტორების არც სჯერათ და არც ეშინიათ