ველოს შეკეთება: საბაზისო დონე
24.05.2025
09:00
კაფე მზიური • Cafe Mziuri
თუ ველოსიპედით დადიხარ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა მისი შეკეთება მინიმალურ დონეზე მაინც, დაგჭირდება
მაგალითად, ველოტურში, ან სხვა სიტუაციაში
როგორც მოგეხსენებათ, და ალბათ მოგეხსენებათ, 200 კმ ბრევეტი 26 მაისსაა
ბრევეტი self-supported არის და თუ ველოს შეკეთება დაგჭირდება გზად, თავად უნდა შეძლო
დასწრება შეუძლია როგორც ბრევეტის მონაწილეს, ასევე - ნებისმიერ მსურველს; უფასოა, თუმცა, თუ CCN-ის მხარდაჭერას გადაწყვეტთ, სიამოვნებით გიზიარებთ ანგარიშის ნომერს: #GE76TB7513736080100007
შეხვედრას გაუძღვება ველო მექანიკოსი, ველო ინსტრუქტორი და გიდი, CCN-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ კურდღელაშვილი
ისაუბრებს და პრაქტიკულად გაჩვენებთ:
- როგორ გამოცვალო/შეაკეთო დაზიანებული კამერა
- როგორ მოემზადო ველოსიპედით გასვლისთვის
- შეამოწმო სხვადასხვა ნაწილი და ა.შ.
შეგეძლებათ დასვათ კითხვებიც
შეკრების ადგილი და დრო:
მზიურის პარკი, კაფე "მზიურთან", 09:00 სთ, 24 მაისი