ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს

გამოქვეყნდა 13 თებერვალი 2025 ავტორი Mar Mikhelidze კატეგორია: ამბები სულ 590
ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს

როგორც კი გახმაურდა ამბავი, რომ ლადო აფხაზავას ველო მოუპარავთ, ველომოყვარულებმა იდეა გააზიარეს:

შევუძინოთ ახალი ველო.

ბევრმა გამოთქვა ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ყველას დაასწრო Zura's Bike Shop-მა.

მათ ლადოს დაუკავშირდნენ, მიიწვიეს მაღაზიაში, აარჩევინეს სასურველი ველო და საჩუქრად გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ლადო ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელია და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.


Zura's Bike Shop ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და გამოირჩევა განსაკუთრებული ზრუნვით ველო მომხმარებლების და ველო საზოგადოების მიმართ.

გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ზურას, მისი თანამშრომლების, ლადოსა და იმ ველომოყვარულების მიმართ, ვინც მზაობა გამოთქვა, ეს კარგი რამ განხორციელებულიყო.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

16 ივნისი 2025

ველოსიპედისტი ორ თითს გიჩვენებს?

რას ნიშნავს, როცა ველოსიპედისტი ორი თითით გესალმება? ეს უბრალო ჟესტი - არის სიმბოლო საერთო სულისკვეთების და პატივისცემის.

12 მაისი 2025

პარიზი-რუბე 1994: საგზაო ველოსიპედის ამორტიზაცია

1994 წლის პარიზი-რუბე არ იყო უბრალოდ რბოლა — ეს იყო ტექნოლოგიური ექსპერიმენტების პოლიგონი. ინჟინრების ერთგვარი გამოწვევა და ექსპერიმენტი, გატეხილი ჩარჩოები და გაბედული ინოვაციები, ველოსიპედის პირველი ამორტიზაცია - "ჩრდილოეთის ჯოჯოხეთი".