ველო მსვლელობა / Critical Mass
27.06.2025
19:30
Gigantic Bicycle გიგანტური ველოსიპედი
27 ივნისი, 19:30 სთ, ველოს ძეგლთან:
🚲 მსვლელობაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ველოსიპედით, ელექტრო kick სკუტერით, ელექტრო ბორბლით, სკეიტბორდით, kick სკუტერით, ელექტრო ველოსიპედით, სირბილით, კარგო ბაიკით და ა.შ.
შეკრების დრო: 19:30 (გასვლა ზუსტად 8ზე)
შეკრების ადგილი: ველოს ძეგლი
🚵💙 ველო მსვლელობა ემსახურება:
✅ ველომოყვარულების ერთმანეთისთვის გაცნობას
✅ საერთო პრობლემებისა და საკითხების განხილვას
✅ დამწყები ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო გადაადგილების პრინციპების ჩვენებასა და გზაზე გამოყენებას
✅ ასევე, არის ველობილიკების საჭიროების ერთგვარი პრეზენტაცია
✅ ავტომანქანის მძღოლებისთვის შეხსენება, რომ ველო საგზაო მოძრაობის ნაწილია
✅ ველოს, როგორც ტრანსპორტის ტიპის პოპულარიზებას
✅ თბილისის სხვადასხვა უბნის ველოთი მონახულებას
✅ გუნდური გადაადგილების კულტურის ჩამოყალიბებას
✅ დადებითი ემოციების გაზიარებას
Critical Mass არის ველო აქტივიზმის ფორმა - ველომოყვარულები იკრიბებიან და გადაადგილდებიან კონკრეტული მარშრუტით ქუჩებში.
იდეა დაფუძნებულია ძველ ლათინურ ანდაზაზე - „უსაფრთხოება რიცხვებშია“, რაც მეტნი ვმოძრაობთ ერთად, მით უფრო ნაკლებია საფრთხე, რომელსაც ავტომანქანები ქმნიან.
შეკრება თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევსაა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3pFwn9u ; https://bit.ly/3KgMN1F
ისტორია საქართველოში: რამდენიმე წლის მანძილზე სხვადასხვა გუნდი უწევდა ორგანიზებას, ბოლო წლების მანძილზე ამ მსვლელობის სახელი თამაზ თიკანაძეს უკავშირდება, შეგიძლიათ მის გვერდს ეწვიოთ და ფოტოები დაათვალიეროთ: https://www.facebook.com/tbilisi.critical.mass