CCN Community Ride

CCN Community Ride CCN Community Ride CCN Community Ride CCN Community Ride
კავკასიის ველო ქსელი” ქალაქში ველოკულტურის განვითარების მიზნით ყოველთვიურად ატარებს მსვლელობას სახელით “CCN Community Ride”.

თბილისში, ველოთი გადააადგილება, ადამიანისთვის, რომელიც ეს ესაა, იწყებს მის ტრანსპორტად გამოყენებას, დიდი გამოწვევაა. მოწოდება, რომ ველოთი ისარგებლონ, ერთგვარი საფრთხის შემცველია ამ რეალობის პირობებში.

ის რამდენიმე ველობილიკი, რომელიც დაემატა თბილისს ბოლო წლების განმავლობაში, აჩენს იმედს, რომ წინსვლაა და ჩვენი აქტიურობით ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება.

CCN Community Ride -ისას მონაწილეებს ორგანიზების და ველოების სიმრავლის ფონზე შეუძლიათ მშვიდად გადაადგილება და სწავლა, თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციისას, რომელი გზა აირჩიონ და ა.შ. მსვლელობა მოიცავს ქალაქის სხვადასხვა უბანს, მათ შორის იმ ნაწილებს, სადაც ველობილიკები ახალი დახაზულია.
 
ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას გზების დავიწროებასთან დაკავშირებით. მიზეზად ველომოყვარულების ნაკლებობას და შესაბამისად ველობილიკების უფუნქციობას ასახელებენ. სწორედ ამიტომ, ქალაქში მსვლელობა, მიზნად ისახავს ეკოლოგიური ტრანსპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ ველომოყვარულებს სჭირდებათ სივრცე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად.

მსვლელობა ტარდება საგზაო მოძრაობის ყველა წესის დაცვით. CCN Community Ride-ის შესახებ სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მონაწილეობის მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს Caucasus Cycling Network და ჯგუფს ccn community/კავკასიის ველო ქსელი.