ჩემს შესახებ

მე ვარ ლექსო მაჭარაშვილი — ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალისტი და ველოგამყოლი. 2012 წლიდან ველოსიპედი ჩემთვის გადაადგილების მთავარი საშუალებაა. მას უკავშირდება სასარგებლო გამოცდილება, დადებითი ემოციები და სასიამოვნო მოგონებები — ყოველდღიური კავშირი გარემოსთან და ადამიანებთან.

ჩემი სპეციალიზაციებია სამთო და საგზაო ველოტურები, ასევე ველოტურების დაგეგმვა. გავლილი მაქვს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ველოგამყოლის პროგრამა და ინსტრუქტორ-გიდების ევროპული ორგანიზაციის სამთო ველოსიპედის ინსტრუქტორ-გიდების პირველი დონის კურსი.

მონაწილეებთან ვურთიერთობ ქართულად, ინგლისურად და რუსულად. მოხარული ვარ, წლების განმავლობაში ყოველდღიური ველოსიპედით სიარულისას მიღებული გამოცდილება სხვებს გავუზიარო და ველოკულტურის განვითარებაში წვლილი შევიტანო როგორც საქართველოში, ისე მთელ კავკასიაში.

სპეციალიზაციები

სამთო ველოტური საგზაო ველოტური ველო ტურის დაგეგმვა

სერტიფიკატები

სათაგადასავლო ტურიზმის სკოლის ველოტურის გამყოლი ინსტრუქტორ-გიდების ევროპული ორგანიზაციის სამთო ველოსიპედის ინსტრუქტორ-გიდების I დონე
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია. შესვლა