თბილისის ველოტური აერთიანებს ქალაქის ისტორიულ უბნებს, თანამედროვე სივრცეებს,
მტკვრის სანაპიროსა და რეკრეაციულ ზონებს. მარშრუტის განმავლობაში მონაწილეები
ველოსიპედით აღმოაჩენენ ძველი თბილისის ქუჩებს, ცნობილ მოედნებს, პარკებსა და
ქალაქის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს.
გზის საფარი ძირითადად ასფალტირებულია, თუმცა მარშრუტზე შესაძლოა შეგვხვდეს
ქვაფენილიანი, საფეხმავლო და შედარებით დატვირთული ურბანული მონაკვეთებიც.
ტური ფიზიკურად მარტივია და შესაფერისია ქალაქის, Gravel, MTB და ელექტრო
ველოსიპედებისთვის.
ზომიერი სიგრძისა და მცირე ამაღლების მარშრუტი საშუალებას გაძლევთ მშვიდი
ტემპით დაათვალიეროთ თბილისი, მოაწყოთ ფოტო და დასვენების გაჩერებები და
ქალაქი განსხვავებული პერსპექტივიდან გაიცნოთ.
საუკეთესო სეზონი
ტურის გამართვა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, ხელსაყრელი ამინდის
პირობებში. ზაფხულში რეკომენდებულია დილის ან საღამოს საათები, ხოლო ზამთარში
ტურის ჩატარება დამოკიდებულია ამინდსა და გზის საფარის მდგომარეობაზე.
ძლიერი წვიმის, ქარის, თოვლის, ყინულის ან ექსტრემალური სიცხის შემთხვევაში
ტური შესაძლოა გადაიდოს ან მარშრუტი შეიცვალოს.
ვისთვის არის ტური?
ტური შესაფერისია მათთვის, ვინც ველოსიპედს თავდაჯერებულად მართავს და სურს
თბილისი უფრო სწრაფად და მრავალფეროვნად დაათვალიეროს, ვიდრე მხოლოდ ფეხით
გადაადგილებისას შეძლებდა.
ტური განსაკუთრებით საინტერესოა:
- ქალაქის სტუმრებისთვის;
- აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის;
- მეგობრებისა და მცირე ჯგუფებისთვის;
- კორპორაციული ჯგუფებისთვის;
-
მათთვის, ვისაც თბილისის ისტორიული და თანამედროვე მხარეების ერთ ტურში
აღმოჩენა სურს.
წინასწარი სპორტული მომზადება საჭირო არ არის, თუმცა მონაწილეს უნდა შეეძლოს
დამუხრუჭება, მოხვევა, ჯგუფში მოძრაობა და ველოსიპედის უსაფრთხოდ მართვა
ქალაქის გარემოში.
ტურის დასაწყისი
ტურის საწყისი და დასრულების ადგილი განისაზღვრება არჩეული მარშრუტის,
მონაწილეთა რაოდენობისა და ველოსიპედების ტრანსპორტირების პირობების მიხედვით.
შეხვედრის ზუსტი ადგილი მონაწილეებს წინასწარ, ტურის დაწყებამდე ეცნობებათ.
შეკრების ადგილზე:
- მონაწილეებს გადაეცემათ და მოერგებათ ველოსიპედები და ჩაფხუტები;
- შემოწმდება მუხრუჭები და საბურავების მდგომარეობა;
- ჩატარდება უსაფრთხოების მოკლე ინსტრუქტაჟი;
- მონაწილეები გაეცნობიან მარშრუტსა და ჯგუფში მოძრაობის წესებს.
მარშრუტი
მარშრუტი შეირჩევა ტურის ხანგრძლივობის, ჯგუფის გამოცდილების, საწყისი
ადგილისა და ქალაქში არსებული მოძრაობის მიხედვით.
ტური შეიძლება მოიცავდეს ძველ თბილისს, აბანოთუბანს, ევროპის მოედანს,
რიყის პარკს, მშრალ ხიდს, ორბელიანის მოედანს, მტკვრის სანაპიროს, ქალაქის
ცენტრალურ უბნებსა და რეკრეაციულ სივრცეებს.
მარშრუტის განმავლობაში დაგეგმილია მოკლე საინფორმაციო, ფოტო და დასვენების
გაჩერებები. ზუსტი მარშრუტი მონაწილეებს ტურის დაწყებამდე ეცნობებათ.
ზოგიერთ ხალხმრავალ ან საფეხმავლო მონაკვეთზე მონაწილეებს შესაძლოა ვთხოვოთ
ველოსიპედიდან ჩამოსვლა და მცირე მონაკვეთის ფეხით გავლა.
ტურის ხანგრძლივობა
ტურის ხანგრძლივობაა 2-დან 4 საათამდე, ჯგუფის ტემპისა და გაჩერებების რაოდენობის მიხედვით
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მონაწილე ვალდებულია დაიცვას ველო გამყოლის მითითებები, საგზაო მოძრაობის
წესები და ჯგუფში უსაფრთხოდ გადაადგილების პრინციპები.
ტურის მარშრუტი, ხანგრძლივობა და გაჩერებების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს
ამინდის, საგზაო მდგომარეობის, ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების ან ჯგუფის
საჭიროებების მიხედვით.