ველოტურები თბილისში

ველოტურები თბილისში — ქალაქური გასეირნებები, კულტურული მარშრუტები. უსაფრთხო დამწყებთათვის და გამოცდილებისთვის.

Filters and sorting
გასუფთავება
მარტივი თბილისის ველოტური — ძველი და თანამედროვე ქალაქი

თბილისის ველოტური — ძველი და თანამედროვე ქალაქი

თბილისი

თბილისის ველოტური აერთიანებს ქალაქის ისტორიულ უბნებს, თანამედროვე სივრცეებს, მტკვრის სანაპიროსა და რეკრეაციულ ზონებს. მარშრუტის განმავლობაში მონაწილეები ველოსიპედით აღმოაჩენენ ძველი თბილისის ქუჩებს, ცნობილ მოედნებს, პარ…

⏱️ 1 დღე 🚲 ნებისმიერი
₾260
0.0

რატომ წავიდეთ ველოტურში

ველოტურის დროს შეგიძლია ახლოდან შეიგრძნო ბუნება, იარო მთებში, ტყეებსა თუ პატარა სოფლებში. აღმოაჩინო ისეთი ადგილები, სადაც მანქანით მოხვედრა ძნელია. ველოსიპედით გადაადგილება ერთდროულად არის ვარჯიში, დასვენება და თავგადასავალი. ველოტური არის შესაძლებლობა, უკეთ გაიცნო საკუთარი ქვეყანა, დაამყარო ახალი მეგობრული კავშირები ჯანსაღი ინტერესების მქონე ადამიანებთან, გაატარო დრო ბუნებაში, მიიღო განსხვავებული, საინტერესო გამოცდილება, რომელიც ჩვეულებრივ დასვენებაზე ბევრად უფრო ემოციური და დასამახსოვრებელია.

ველოტურების ტიპები, რომლებსაც გთავაზობთ

თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს ვთავაზობთ საგზაო და სამთო ველო მარშრუტებს საქართველოს მასშტაბით. მოძრაობის ტემპი და ტურის ტექნიკური სირთულე მორგებულია მონაწილეების გამოცდილებისა და სურვილზე.

პოპულარული ველო რეგიონები საქართველოში

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ველოტურიზმისთვის, რადგან მცირე ტერიტორიაზე განსხვავებული ლანდშაფტები გვხვდება. განსაკუთრებით პოპულარული ველო რეგიონებია კახეთი, სვანეთი, ყაზბეგის რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა, გურია, ზემო აჭარა და სხვა რეგიონები, რომლებსაც ეტაპობრივად ვამატებთ პლატფორმაზე.

ხშირად დასმული კითხვები

უნდა მყავდეს საკუთარი ველოსიპედი?

ორივე ვარიანტი შესაძლებელია: შეგიძლია იქირაო ჩვენი ველოსიპედი ან მოხვიდე საკუთარით. ჩვენ გთავაზობთ ველოსიპედის გაქირავებას ყველა ტიპის ტურისთვის.

წინასწარ ფიზიკური მომზადება საჭიროა?

ველოტურები გვაქვს როგორც დამწყებისთვის, ისე გამოცდილებისთვის. დამწყებთა ტურები არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას. რთული მარშრუტებისთვის რეკომენდებულია რეგულარული ვარჯიში.

რომელია საუკეთესო სეზონი?

აპრილი-ივლისი და სექტემბერი-ოქტომბერი იდეალურია. ზაფხულში, მთაში, ასევე შესანიშნავი ამინდია.

კერძო ტურის დაჯავშნა შესაძლებელია?

დიახ, კერძო ტურებს ვგეგმავთ და ვარგებთ თქვენი გრაფიკის, ინტერესების და გამოცდილების დონის მიხედვით.

რამდენი ადამიანია ერთ ჯგუფში?

ჩვენი პრინციპია: 6 ველოსიპედისტი - 1 გამყოლი. ამის შესაბამისად, ნებისმიერი ზომის ჯგუფის წაყვანა შეგვიძლია.

რა მხარდაჭერა გვექნება მარშრუტზე?

ყველა ტურს ახლავს გამოცდილი გიდი, სათადარიგო აღჭურვილობა და მხარდამჭერი მანქანა.