2025 წელს 36-ედ გაიმართება “ჯირო დ’იტალია - ქალების საგზატკეცილო ველო შეჯიბრება” იტალიაში.
დაიწყება 6 ივლისს და გაგრძელდება 13 -ის ჩათვლით.იქნება 8 ეტაპი, მონაწილეები დაფარავენ 939.6 კმ-ს, 14,000 მეტრი ამაღლებით.
სტარტი — ლომბარდიის ქალაქ ბერგამოდან
ფინიში — ავტოდრომზე იმოლაში (Autodromo Enzo e Dino Ferrari)
8 ეტაპი ნიშნავს 8 დღიან რბოლას. 2025 წელს ამ მაჩვენებლით, “ტურ დე ფრანსი
ქალებისთვის” 1 დღით უსწრებს აღნიშნულს და 9 ეტაპიანია.
ეტაპების გრაფიკი:
დღე 1 – 6 ივლისიბერგამო – 13.6 კმ – ინდივიდუალური დროის კვეთის რბოლა (ITT)
დღე 2 – 7 ივლისი
Clusone → Aprica – 99 კმ – აღმართიანი ეტაპი
დღე 3 – 8 ივლისი
Vezza d’Oglio → Trento – 124 კმ – აღმართიანი ეტაპი
დღე 4 – 9 ივლისი
Castello Tesino → Pianezze (Valdobbiadene) – 156 კმ – სამთო ეტაპი
დღე 5 – 10 ივლისი
Mirano → Monselice – 108 კმ – სწორრელიეფიანი ეტაპი
დღე 6 – 11 ივლისი
Bellaria → Igea Marina – 144 კმ – აღმართიანი ეტაპი
დღე 7 – 12 ივლისი
Fermignano → Monte Nerone – 157 კმ – სამთო ეტაპი
დღე 8 – 13 ივლისი
Forlì → Imola (Autodromo Enzo e Dino Ferrari) – 138 კმ – აღმართიანი ეტაპი
ჯამურად - 939.6 კმ
ოფიციალური ვებსაიტი: https://www.giroditaliawomen.it/en/
თარიღი: 2025-06-17
ავტორი: Mar Mikhelidze