როგორ ჩავიცვათ ზამთარში – პრაქტიკული გზამკვლევი:
ზამთარში ველოსიპედით სიარული ბევრისთვის გამოწვევაა, მაგრამ სწორი ჩაცმულობით ცივი ამინდი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.
გირჩევთ, რა უნდა ჩაიცვათ ველოსიპედით გასვლისას ზამთარში 0–10°C პირობებში, როგორ მუშაობს ტანსაცმლის ფენების პრინციპი, რა ქსოვილი/მასალა ავირჩიოთ და როგორ დავიცვათ თავი სიცივისა და ქარისგან.
რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად ჩაცმა ზამთარში ველოსიპედით სიარულისას:
თბილისის და, ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს ზამთარი, ხშირად შედარებით რბილია, მაგრამ ქარი და ნესტი ჰაერს ბევრად უფრო ცივად გვაგრძნობინებს, ვიდრე ტემპერატურა რეალურად არის. მაგალითად, +5°C ძლიერი ქარით შეიძლება იგრძნობოდეს, როგორც 0°C ან ნაკლები.
ფენების პრინციპი — საუკეთესო სტრატეგია ცივ ამინდში
ზამთარში ერთი სქელი ქურთუკი არ მუშაობს. საუკეთესო სტრატეგია არის ფენებად ჩაცმა:
- საბაზისო ფენა (base layer) — იწოვს ოფლს, სწრაფადვე შრება და სხეულის სიმშრალეს უზრუნველყოფს
- შუალედური ფენა (mid layer) — ინარჩუნებს სითბოს
- ზედა ფენა (outer layer) — გვიცავს ქარსა და წვიმისგან
შეგიძლია სწრაფად მოერგო ამინდსა და ტემპერატურას: თუ დაგცხა - 1 ფენას იხდი; თუ შეგცივდა — იცმევ.
საბაზისო ფენა (Base Layer) — რა მასალის და როგორი უნდა იყოს
საბაზისო ფენა ზამთრის ველო ჩაცმულობის საფუძველია. ის უნდა იყოს სხეულზე მჭიდროდ მომდგარი, გრძელი მკლავებით და დამზადებული სინთეტიკური მასალისგან ან მერინოს მატყლისგან (merino wools).
- სინთეტიკა – სწრაფად აშრობს ოფლს, იაფია, მარტივად ირეცხება.
- მერინოს მატყლი – ნაკლებად იკიდებს სუნს, კომფორტულია, თბილია ქარის დროსაც.
რატომ არ არის რეკომენდებული ბამბის ტანსაცმელი?
ბამბა სწრაფად იწოვს ოფლს და ნელა შრება. როგორც კი გაჩერდები (შუქნიშანთან, შესასვენებლად), სველ ბამბას სხეულით გრძნობ და ძალიან სწრაფად გაციებს. ამიტომ ბამბა ზამთრის ველო ჩაცმულობაში უნდა გამორიცხო.
თბილი შუალედური ფენა (Mid Layer) — როგორ შევარჩიოთ სწორად
თერმო ჯერსები და ფლისები
შუა ფენა პასუხისმგებელია სითბოზე:
- თბილი thermal cycling jersey;
- მსუბუქი ფლისი, ზედმეტად არ გამძიმებს;
- ჰაერის გამტარი, მაგრამ თბილი ქსოვილი.
ზედა ფენა (Outer Layer) — ქარმედეგი / წყალგამძლე ქურთუკები
ზედა ფენა უმეტეს შემთხვევაში უნდა იყოს windproof — განსაკუთრებით, გულ-მკერდის და მხრების არეში.
Waterproof ქურთუკი — როდის არის საჭირო?
თუ წვიმის დიდი შანსი არის, კარგი იქნება, თხელი და მსუბუქი წყალგაუმტარი ველო ქურთუკი. შეგიძლია, ჩანთით წაიღო და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაიცვა.
Softshell vs Hardshell — განსხვავება და გამოყენების სიტუაციები
- Softshell – უკეთ სუნთქავს, მოქნილია, ყოველდღიური გასვლებისთის იდეალურია.
- Hardshell – უკეთ იცავს წვიმისგან, შეიძლება ნაკლებად სუნთქავდეს.
ქვედა ტანსაცმელი — thermal bib tights
ზამთრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა thermal bib tights – მთლიანი, ტანზე მომდგარი, თბილი ველო შარვალი.
შიგნიდან „ფლისიანი“ (brushed) ტექსტურა ინარჩუნებს სითბოს და არ იწვევს კანის გაღიზიანებას. 0–10°C დიაპაზონში ასეთი შარვალი თითქმის უნივერსალური გადაწყვეტილებაა.
წინდები და Overshoes საუკეთესოდ ინარჩუნებს სითბოს
მერინოს (merino wools) წინდების უპირატესობები:
ზამთარში ფეხის თითები გაყინვის ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. მერინოს წინდები უკეთ აკონტროლებენ ტენიანობას, ინარჩუნებენ სითბოს და ოფლიანობისას ნაკლებად გაციებენ.
Neoprene overshoes — ფეხსაცმელზე ჩამოსაცმელები
თუ გრძელ რაიდს გეგმავ ან ცივ რეგიონში ცხოვრობ, სადაც ქარი ძლიერია, neoprene overshoes დიდ განსხვავებას გაგრძნობინებს. ისინი იცავენ ფეხსაცმელს ქარისა და ნესტისგან, შესაბამისად, ფეხები ბევრად უფრო თბილად გაქვს.
ხელთათმანები
ზამთრის ხელთათმანი უნდა იყოს:
- ქარმედეგი;
- თბილი, მაგრამ არა ძალიან სქელი (რომ მუხრუჭებზე კონტროლი არ დაკარგო);
- საჭირო ადგილებში შესქელებული (ზემო მხარეს ქარისგან დასაცავად).
თავი და კისერი
Skull cap ჩაფხუტის ქვეშ
თხელი, ჩაფხუტის ქვეშ დასახური skull cap დიდ როლს თამაშობს. ის გიფარავს შუბლს, ყურებს და თავს ცივი ჰაერის პირდაპირი ნაკადისგან.
Buff/neck warmer — ქარისგან საუკეთესო დაცვა
Buff ან ნებისმიერი neck warmer კისრისა და ყელის არეს იცავს. შეგიძლია მაღლა აიწიო, რომ ცივი ჰაერი პირდაპირ არ ჩაისუნთქო.
სათვალე — რატომ არის აუცილებელი გამჭვირვალე ან amber ლინზები
ზამთარში თვალებში მოხვედრილი ცივი ქარი იწვევს ცრემლდენას, გაღიზიანებას და ხედვის გაუარესებას. სათვალე არა მხოლოდ მზის, არამედ ქარისგანაც გიცავს.
სათვალის გამჭვირვალე ან ღია (amber) ლინზები საუკეთესო ვარიანტია, რადგან ზამთარში დღე მოკლეა მალევე ბნელდება.
უსაფრთხოება ზამთარში — მაშუქები, ამრეკლები
მოკლე დღეების გამო მნიშვნელოვანია, რომ ველოსიპედზე გქონდეს:
- წინა განათება (სასურველია რამდენიმე რეჟიმით);
- მკვეთრი წითელი უკანა შუქი, ციმციმა;
- powerbank-ი გრძელ გასვლებზე.
ამრეკლები ტანსაცმელსა და ველოზე
ამრეკლი ზოლები ჯერსიზე, ქურთუკზე, შარვალზე ან ველოზე საგრძნობლად ზრდის ხილვადობას ღამით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქში, სადაც მანქანების მოძრაობა ინტენსიურია.
მოკლე სია — რა უნდა ჩაიცვა 0–10°C ამინდში
- თხელი თერმო - პირველი ფენა (არავითარი ბამბა)
- თერმული ველო ზედა ან მსუბუქი ფლისი
- ქარმედეგი (და საჭიროების შემთხვევაში წყალგამძლე) ქურთუკი
- თერმული ველო შარვალი ფლისით
- მერინოს ან ზამთრის წინდები (და საჭიროების შემთხვევაში overshoes)
- ზამთრის ხელთათმანები (შესაძლოა ორმაგი ფენით)
- skull cap ჩაფხუტის ქვეშ + buff/neck warmer (ბაფი)
- გამჭვირვალე ან amber ლინზის სათვალე
- წინა განათება და უკანა ციმციმა + ამრეკლი
ახლა უკვე იცით, რომ ზამთარი არ არის დაბრკოლება თუ სწორი აღჭურვილობა გაქვს.
ფენებად ჩაცმა, სწორი ქსოვილი და სათანადო აღჭურვილობა არის კომფორტული და უსაფრთხო გასვლის გარანტი.
ზამთარი არ ნიშნავს იმას, რომ ველოსიპედი სახლში უნდა დააყენო. ფენების სისტემა, სწორად შერჩეული თერმო ტანსაცმელი და კარგი აღჭურვილობა (ხელთათმანები, overshoes, ბაფი, განათება) სრულად შეცვლის შენს გამოცდილებას. თუ ერთხელ სწორად ჩაიცვამ და კომფორტს იგრძნობ, ზამთარი შენთვის ყველაზე სასიამოვნო სეზონიც კი გახდება.