ბექა კვერნაძე - ქართველი IRONMAN

ბექა კვერნაძე - ქართველი IRONMAN ბექა კვერნაძე - ქართველი IRONMAN ბექა კვერნაძე - ქართველი IRONMAN
გვინდა, ქართველების სპორტული წარმატების ამბები ბევრმა გაიგოს!

სიხარულით გიამბობთ კიდევ ერთი ქართველის შესახებ, რომელიც გახდა IRONMAN:

Vitoria Gasteiz-ში, 13 ივლისს გამართულ ტრიატლონში, სადაც მონაწილეობა 2000 მდე მოყვარულმა და სპორტსმენმა მიიღო, ბექა კვერნაძემ ცურვა-ველო-სირბილი 10:47 საათში დაასრულა (3.86 კმ ცურვა, 180 კმ ველო, 42.2 კმ სირბილი).

მისთვის ეს პირველი აირონმენი იყო და ზოგადად პირველი ტრიატლონი - მანამდე არანაირი დისტანცია არ ჰქონდა შესრულებული (აირონმენი მაქს. დისტანციის ტრიატლონია)

ბექას თქმით, ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ისიამოვნა ცურვით და ველოსიპედით. თუმცა, სირბილი იყო რთული 20-30კმ მდე. მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ დროში ჩაჯდა, რაც გათვლილი ჰქონდა. აპირებს, რომ სხვა, უფრო რთული გამოწვევებიც გაიაროს.

ბექა CrossFit-ის L2 დონის სერტიფიცირებული მწვრთნელია და უკვე გეგმავს ახალ, კიდევ უფრო რთულ სპორტულ გამოწვევებს. 

და აქვე, საქართველოსაც ვუსურვებთ მთავარი გამარჯვების მოპოვებას დაუძინებელ, ვერაგ მტერზე.