ველოსიპედისტი ორ თითს გიჩვენებს?

გამოქვეყნდა 16 ივნისი 2025 ავტორი Misha Peradze კატეგორია: ამბები სულ 120
ველოსიპედისტი ორ თითს გიჩვენებს?

რა ნიშნავს, როცა შემხვედრი ველოსიპედისტი ორ თითს გიჩვენებს?

ველოსიპედით გადაადგილების დროს ვინმე თუ გიჩვენებს 2 თითს (ხშირად შუა და საჩვენებელი თითი ერთად, თითქოს „V“ ან „peace“ ნიშნად), ველოსიპედისტთა სამყაროში ამას რამდენიმე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და ყველა მათგანი მეგობრულია:

  • მეგობრული მისალმება – ერთგვარი „გამარჯობა, მეც შენსავით ველოსიპედისტი ვარ“.
  • თანადგომის სიმბოლო – გზაზე ერთმანეთის პატივისცემა და საერთო კულტურის გამოხატვა.
  • უსაფრთხო მგზავრობის სურვილი – ხშირად ინტერპეტირდება როგორც "დარჩი ორ ბორბალზე" – ანუ არ დაეცე, იმგზავრე ფრთხილად, მგზავრობა ბედნიერად დაასრულე.

ეს ჟესტი ხშირია შორ მანძილზე მგზავრობისას, მთის უღელტეხილებსა ან სოფლის გზებზე — ყველგან, სადაც ველოსიპედისტები ერთმანეთს საერთო საზოგადოების ნაწილად აღიქვამენ.

ლაპარაკი საჭირო არ არის - ეს ხელის ჯესტი ყველაფერს ამბობს.

Comments (0)

Please log in to leave a comment. Login

No comments yet.

07 აპრილი 2025

რა არის Ciclovía?

Ciclovía ათავისუფლებს ქუჩებს და აძლევს ადამიანებს სივრცეს სიარულისთვის, ველოსიპედით სეირნობისთვის, ცეკვისთვის და დასვენებისთვის. Bogotá-ს მაგალითით შთაგონებული, ის მომავლის ქალაქის ხედვას გვთავაზობს.

13 თებერვალი 2025

ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს

როცა ლადო აფხაზავას ველოსიპედი მოიპარეს, ველოსიპედისტებმა სოლიდარობა გამოხატეს. ზურას ველო მაღაზიამ ქუთაისში მას ახალი ველო აჩუქა.