ბრევეტის Telegram ბოტის ინსტრუქცია
როგორ დააკავშირო Telegram ბოტი და CCN-ის ანგარიში, ბრევეტის საკონტროლო პუნქტების გასავლელად.
ბრევეტამდე
- დარეგისტრირდით ccn.ge-ზე.
- ავტორიზაციის შემდეგ გაიარე რეგისტრაცია აქტიურ ბრევეტზე.
- ბრევეტზე რეგისტრაციის შემდეგ მიიღებ დასტურს ელ-ფოსტაზე.
- გახსენი CCN-ის ბრევეტის ბოტი Telegram-ში (@ccn_brevet_bot).
- ტელეგრამის ბოტში დააჭირეთ Start Bot და Link CCN Account-ს.
- გაუგზავნეთ ბოტს იგივე ელ-ფოსტა, რომელსაც ccn.ge ანგარიშზე იყენებთ.
- მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ 6-ნიშნა კოდი - დააკოპირეთ და ჩაუგდეთ ტელეგრამის ბოტს.
თქვენი ccn.ge ანგარიში და ბრევეტის ბოტი დამეგობრდენ! ბრევეტის დაწყებამდე ბოტის გამოყენება ამით დასრულდა.
როგორ დაიწყოთ ბრევეტი და რაში გვეხმარება ბრევეტ ბოტი
- ბრევეტ ბოტის დახმარებით, შეძლებთ ავტომატურად გაიაროთ რეგისტრაცია ჩექპოინტებზე
- ბრევეტის ბარათის თან ტარება აღარ მოგიწევთ. ჩექპოინტებზე ორგანიზატორის მხრიდან დროისა და ხელმოწერის დაფიქსირებაც აღარ იქნება საჭირო, ხოლო თქვენი შედეგების ნახვას რეალურ დროში შეძლებთ.
- ბრევეტის ოფიციალურ სტარტის დღეს 10 წუთით ადრე გახსენით ბოტი და დააჭირეთ Start Ride-ს.
- Start Ride-ს შემდეგ გაიარეთ სელფ-ჩექინი ყველა ჩექპოინტზე და ფინიშზე
როგორ მუშაობს საკონტროლო პუნქტის სელფ-ჩექინი
- ჩექპოინტებზე დაასკანერე QR კოდი.
- თუ QR არ მუშაობს, გახსენი ბოტი და გააგზავნე CODE XXXX, რომელიც მითითებული იქნება QR კოდის ზემოთ. მაგ.: CODE CP1-TANZIA-8712
- ბოტი მოგთხოვს ლოკაციას, გააზიარე მიმდინარე ადგილმდებარეობა Telegram-იდან.
- ბოტი მოგთხოვს სურათს, გადაიღე სელფი ჩექპოინტზე და ჩაუგდე ბოტს.
- დაელოდე ბოტის პასუხს. თუ ჩექინი დადასტურდა, გააგრძელეთ სვლა შემდეგ საკონტროლო პუნქტამდე.
ფინიში
- ფინიშზეც იგივე სელფ-ჩექინის პროცესი გამოიყენე.
- ფინიში ავტომატურად დადასტურდება, შედეგი სისტემაში შეინახება და ბრევეტი წარმეტებით დასრულდება.
- სტატუსის სანახავად გამოიყენე My Brevet ღილაკი.
მნიშვნელოვანია იცოდე
- უნდა გამოიყენო იგივე Telegram ანგარიში, რომელიც ccn.ge-ის ანგარიშთან გაქვს მიბმული.
- ერთდროულად მეორე აქტიურ ბრევეტს ვერ დაიწყებ.
- თუ ბრევეტზე რეგისტრაცია დამტკიცებული არ არის, ბოტი სტარტის უფლებას არ მოგცემს.
- თუ Telegram ანგარიში შეცვალე, ბრევეტის დაწყებამდე დაუკავშირდი ორგანიზატორს.
სწრაფი შემოწმება
- აქტიური ანგარიში ccn.ge-ზე
- ბრევეტზე დამტკიცებული რეგისტრაცია
- Telegram-ი მიბმული თქვენს ccn.ge ანგარიშზე
- ტელეფონს აქვს ინტერნეტი, GPS და კამერა
Gallery
ხშირად დასმული კითხვები:
როდის შემიძლია დავაჭირო Start Ride-ს?
მხოლოდ მაშინ, როცა ბრევეტი აქტიურია და ოფიციალურ სტარტამდე დარჩენილია მაქსიმუმ 10 წუთი.
რატომ უნდა დავაკავშირო Telegram-ი ccn.ge-ის ანგარიშს?
ამით მონაწილე ადასტურებს იდენტობას და აძლევს საშუალებას ბოტს სწორად შეინახოს ჩექინები და ფინიშის შედეგები.
რა გავაკეთო თუ QR არ მუშაობს?
გაუგზავნე ბოტს CODE და ბარათზე მითითებული კოდი, მაგ.: CODE CP1-TANZIA-8712. შემდეგ გააგზავნე ლოკაცია და სელფი.
შემიძლია ერთდროულად ორი ბრევეტი დავიწყო?
არა. ერთ Telegram ანგარიშზე ერთდროულად მხოლოდ ერთი აქტიური ბრევეტი შეიძლება იყოს.