8 მარტი - Grlz Ride
8 მარტს გაიმართება Grlz Ride – 30 კმ-იანი ველოსეირნობა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულთათვის. დაახლოებით 5 საათიანი პოზიტიური თავგადასავალი.
💥 8 მარტს გაიმართება Grlz Ride - ველოსეირნობა მათთვის, ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, ახალი ადგილების აღმოჩენა და საინტერესო ადამიანების გაცნობა.
გასავლელი მანძილი შეადგენს 30 კმ-ს, ხოლო საერთო ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 5 საათი, შესვენებებით.
🚵♀️ მონაწილეობა შეუძლია ყველას, თუმცა მნიშვნელოვანია თან გქონდეთ:
- გამართული ველოსიპედი
- ჩაფხუტი
- ამინდის შესაბამისი, კომფორტული ტანსაცმელი
- დადებითი განწყობა.
გიწვევთ ყველას, ვისთვისაც ველოსიპედი გადაადგილების საშუალებაზე მეტი - თავისუფლებისა და სიამოვნების წყაროა.
მადლობა Grlzwave ს მხარდაჭერისთვის!
გალერეა
რას ამბობენ ველომოყვარულები (2)
ველო გასვლები მაბედნიერებს თქვენთან ერთად. ხშირად დაანონსეთ ხოლმე ახალ-ახალი ,თუნდაც ძველი მარშრუტები,რომ გამოვაფხიზლოთ ქალაქი ძილისგან.🥰
ჩემი პირველი გასვლა 5 თვიანი პაუზის მერე. მადლობა თქვენ რომ გამომიყვანეთ!
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის