ველოტური ქსანში: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ
შემოგვიერთდით მარტივ ველოტურზე ქსანში, ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ. 32 კმ, 220 მ ასვლა, 5 აპრილი, შეკრება 9:00-ზე ბაგების/მაღლივის ხიდთან.
გიწვევთ მარტივი ველოტურების სერიაზე: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ 🚴♂️⚔️
ამჯერად ვიმოგზაურებთ ქსანში და გავიხსენებთ 1625 წლის ქსნის ბრძოლას, სადაც გიორგი სააკაძის მეთაურობით ქართველებმა სპარსელთა ჯარს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს.
ქსნის ბრძოლა (1625) — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა სპარსელთა ჯარის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით. მარაბდის ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად, ქართველებს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ. გიორგი სააკაძე მცირე რაზმებით პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. გააფთრებული ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. მთლიანად განადგურდა შაჰ-ბენდეს რაზმები, თვით სარდალი მოკლეს და მისი ამალაც ამოწყვიტეს. ხოსრო-მირზამ მოახერხა ალყის გარღვევა და მცირე რაზმით თბილისში ჩასვლა. ქართველებმა დიდძალი იარაღი და ტყვე იგდეს ხელთ.
რა დაგჭირდებათ
- ჩაფხუტი (აუცილებელია) 🪖
- წყალი 💧
- წასახემსებელი 🍫
- ველოს შესაბამისი სათადარიგო კამერა 🔧
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ველოსიპედით, თუმცა რეკომენდაციას ვუწევთ: cross country, gravel და CX.
თუ ვინმეს სურს, საკუთარი ველოსიპედით წამოვიდეს თბილისიდანვე და ველოსიპედითვე დაბრუნდეს, ანუ ტრანსპორტირებით არ ისარგებლოს, სიამოვნებით მიგიღებთ 😊 უბრალოდ წინასწარ შეგვატყობინეთ, რომ აპირებთ შემოერთებას.
მარშრუტი
ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:
-
1
შეკრება ბაგების/მაღლივის ხიდთან, ველოსიპედების შემოწმება, ჩატვირთვა და გასვლისთვის მომზადება
-
2
გასვლა ქსნის მიმართულებით
-
3
ჩასვლა დუშეთში, ველოების ჩამოტვირთვა, მოკლე ინსტრუქცია და ტურის დაწყება
-
4
ისტორიული ლოკაციების მონახულება
-
5
შესვენება ქსნის ციხესთან, წახესება და ფოტოების გადაღება
-
6
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
Route map could not be loaded.
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის