ველო გამოწვევა ქალებისთვის 2026
CCN Women’s Giro Challenge 2026 ქალებისა და გოგოებისთვის შექმნილი ველოგამოწვევაა, რომელიც ეხმიანება Giro d’Italia Women-ს. გაიარე კილომეტრები შენს ტემპში და ჩა…
2026 წლის 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით იტალიაში გაიმართება Giro d’Italia Women, ქალების საგზატკეცილო ველოშეჯიბრება. 9 დღის განმავლობაში მონაწილეები დაფარავენ 1,153.7 კმ-ს და დაახლოებით 12,500 მ ამაღლებას.
ამ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენასთან დაკავშირებით, CCN ქალებსა და გოგოებს გთავაზობთ სპეციალურ ველოგამოწვევას: CCN Women’s Giro Challenge 2026.
რა არის CCN Women’s Giro Challenge?
ეს არის თავისუფალი ველოგამოწვევა ქალებისა და გოგოებისთვის, რომლის მიზანია ქალთა ველოსპორტის მხარდაჭერა, ველოსიპედის პოპულარიზაცია და მეტი ქალის ჩართვა აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების სტილში.
გამოწვევაში გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომლის შედეგიც ყველაზე მეტად მიუახლოვდება Giro d’Italia Women-ის საერთო კილომეტრაჟსა და ამაღლებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლია ყველა ქალსა და გოგოს. არ აქვს მნიშვნელობა:
- სად ცხოვრობთ;
- რა ტიპის ველოსიპედი გყავთ;
- რამდენ დღეში დაფარავთ დისტანციას;
- პროფესიონალი ხართ, მოყვარული თუ უბრალოდ გიყვართ ველოსიპედით სიარული.
შეგიძლიათ იაროთ 1 დღეში, 2 დღეში ან მთელი 9 დღის განმავლობაში. მთავარი არის, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო, იაროთ საკუთარი ტემპით და ჩაიწეროთ თქვენი აქტივობა Strava-ზე ან Komoot-ზე.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
მონაწილეობისთვის საჭიროა:
- მოგვწეროთ CCN-ის Facebook ან Instagram გვერდზე;
- გავლილი მარშრუტები გამოგვიგზავნოთ Strava ან Komoot ბმულით ელფოსტაზე: info@ccn.ge;
- ყოველი გასვლისას გადაიღოთ მინიმუმ ერთი ფოტო და მოგვნიშნოთ CCN.
როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?
გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 14 ივნისს.
გამოწვევაში მონაწილეობა თავისუფალია ყველა მსურველი ქალისა და გოგოსთვის.
შემოგვიერთდით
CCN Women’s Giro Challenge 2026 არის შესაძლებლობა, გახდეთ ქალთა ველოსპორტის მხარდამჭერი მოძრაობის ნაწილი, იაროთ თქვენთვის სასურველი ტემპით და ერთად ვუქომაგოთ ქალებს ველოსპორტში.
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის