მსვლელობა
Coffee Ride - ქალაქის ველო მსვლელობა
შემოგვიერთდი Coffee Ride-ზე თბილისში, 22 მარტს 🚴♂️ მარტივი 7 კმ ველო მსვლელობა, მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
ვიქტორ დოლიძის ქუჩა
22 მარტი 2026
13:00
2 საათი
7 კმ მარტივი ველო მსვლელობა საბურთალოდან (დოლიძის ქ. #1, Wendy’s) 13:00 საათზე.
მსვლელობაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ველოსიპედით, ელექტრო kick სკუტერით, ელექტრო ბორბლით, სკეიტბორდით,
kick სკუტერით, ელექტრო ველოსიპედით, სირბილით, კარგო ბაიკით და ა.შ.
🚵 ველო მსვლელობა ემსახურება:
- ველომოყვარულების ერთმანეთისთვის გაცნობას
- საერთო პრობლემებისა და საკითხების განხილვას
- დამწყები ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო გადაადგილების პრინციპების ჩვენებასა და გზაზე გამოყენებას
- ასევე, არის ველობილიკების საჭიროების ერთგვარი პრეზენტაცია
- საზოგადოებისთვის შეხსენებას, რომ ველო საგზაო მოძრაობის ნაწილია
- ველოს, როგორც ტრანსპორტის ტიპის პოპულარიზებას
- თბილისის სხვადასხვა უბნის ველოთი მონახულებას
- გუნდური გადაადგილების კულტურის ჩამოყალიბებას
- დადებითი ემოციების გაზიარებას
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის