მსვლელობა
ველო მსვლელობა გლდანში
28 თებერვალს ველო მსვლელობა გლდანში. შეკრება 13:00-ზე, გლდანი მოლის ველოპარკინგზე. მონაწილეობა შესაძლებელია ველოთი, სკუტერით, სკეიტბორდით და სხვა.
გლდანი მოლი
28 თებერვალი 2026
13:00
2 საათი
მსვლელობაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ ველოსიპედით, ელექტრო kick სკუტერით, ელექტრო ბორბლით, სკეიტბორდით, kick სკუტერით, ელექტრო ველოსიპედით, სირბილით, კარგო ბაიკით და ა.შ.
🚵 ველო მსვლელობა ემსახურება:
- ველომოყვარულების ერთმანეთისთვის გაცნობას
- საერთო პრობლემებისა და საკითხების განხილვას
- დამწყები ველომოყვარულებისთვის უსაფრთხო გადაადგილების პრინციპების ჩვენებასა და გზაზე გამოყენებას
- ასევე, არის ველობილიკების საჭიროების ერთგვარი პრეზენტაცია
- საზოგადოებისთვის შეხსენებას, რომ ველო საგზაო მოძრაობის ნაწილია
- ველოს, როგორც ტრანსპორტის ტიპის პოპულარიზებას
- თბილისის სხვადასხვა უბნის ველოთი მონახულებას
- გუნდური გადაადგილების კულტურის ჩამოყალიბებას
- დადებითი ემოციების გაზიარებას
გალერეა
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის