Trailwatch DH Series | Turtle Lake Send 2 🐢🚀
შეჯიბრი გაიმართება 30 მაისს კუს ტბის ბაიკ პარკში.
გადაწმინდეთ მტვერი ბაიკებს, მორიგი შეჯიბრი ახლოვდება🥳
30 მაისს, კუსტბის ბაიკ პარკში, გელოდებით რაიდერებს ვისაც საკუთარი თავის დატესტვა გსურთ! 🚵📊
შეჯიბრი ჩატარდება Downhill დისციპლინის შემდეგ კატეგორიებში:
- გოგონები 18+ 👧
- 13–18 წლამდე ბავშვები 👶
- ბიჭები 18+ 🧔
შეჯიბრის ფორმატი
შეჯიბრის საკვალიფიკაციო და ფინალური დაშვება ჩატარდება HALF-ზე (მარტივი ბილიკი) 🚧🏗️
ფინალურ ეტაპზე გადავა ყველა მონაწილე.
თითოეული მონაწილე დაეშვება ინდივიდუალურად, როგორც კვალიფიკაციაზე ასევე ფინალურ ეტაპზე.
თითო კატეგორიაში გვეყოლება 3 გამარჯვებული🥇🥈🥉
მონაწილეობის საფასური
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება ფასიანია და შეადგენს 50 ლარს ყველასთვის ვინც 18+
ხოლო 18 წლამდე მონაწილეებისთვის, 25 ლარს💰💸
არასრულწლოვანმა მონაწილეებმა დამატებითად უნდა შეავსონ მშობლის ნებართვის ფორმა და ამობეჭდილი მოიტანონ შეჯიბრის დღეს 🐣📜
აუცილებელი ეკიპირება
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს სათანადო ეკიპირება: ჩაფხუტი, სათვალე, სამუხლე⛑️🥽
რეგისტრაცია
შეჯიბრზე რეგისრაციის გასავლელად შეავსე ეს ფორმა .
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 500, 200 და 100 ლარით 🎁
გათიშული ელექტრო ბაიკებით მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ⚡️🪫
შეკრების ადგილი
დარეგისტრირებული მონაწილეები და გულშემატკივრები ვიკრიბებით აქ , საიდანაც Bike Express-ის დახმარებით ახვალთ სტარტზე 🚐⤴️
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის