აჭარის ღია ჩემპიონატი 2026
აჭარის ღია ჩემპიონატი 2026 გაიმართება 28-31 მაისს ბათუმში, ხულოსა და ქობულეთში. ინდივიდუალური, ჯგუფური და წრიული ველორბოლები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
ეტაპები
- 1 ეტაპი (ბათუმი) - ინდივიდუალური რბოლა 12 კმ
- 2 ეტაპი (ბათუმი/ხულო) - ჯგუფური რბოლა 80 კმ
- 3 ეტაპი (ქობულეთი) - წრიული რბოლა 40 კმ
- 4 ეტაპი (ბათუმი) - წრიული რბოლა 32 კმ
ინფორმაცია აჭარის ჩემპიონატის შესახებ:
- შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები/კლუბები.
- ველოდებით მონაწილეებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
- ასევე დაიშვებიან მოყვარულები, სპორტული ველოსიპედებით და სათანადო ეკიპირებით.
- ყველა ეტაპს ეყოლება თავისი გამარჯვებული ხოლო აჭარის ჩემპიონი გახდება 4 დღის ჯამში დაგრობებული ქულების შესაბამისად.
- გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: მედლებით, სიგელებით, თასებით, ფასიანი ვაუჩერებით და თანამდგომი კომპანიების მიერ დაწესებული პრიზებით.
- რეგისტრაცია მოხდება სტარტის ადგილზე 10სთ-დან 10:30 მდე.
კატეგორიები
შეჯიბრება დაყოფილი იქნება ჭაბუკებში ორი ასაკის ჯგუფად:
- იუნიორები - 2012-2008 წლელს დაბადებულები.
- ელიტა - 2007წ და უფროსი ასაკი.
- გოგოები ერთი ასაკის ჯგუფი 2012წელს დაბადებულები და უფროსები.
1 ეტაპი - 28 მაისი
1 ეტაპი (28 მაისი) გაიმართება ინდივიდუალური რბოლა 12 კმ-ზე ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ მახოს ხიდამდე. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე.
2 ეტაპი - 29 მაისი
2️ეტაპს (29 მაისი) დავიწყებთ ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ. ბათუმის ცენტრალულ ქუჩებს გავივლით ერთიანი ჯგუფით და ქალაქის გასასვლელში მიეცემა სტარტი. ფინიში იქნება ხულოს ცენტრში. სარბოლო დისტანცია შეადგენს 80 კმს. პატარა ასაკის ვაჟებს და გოგოებს დისტანციას შევუმცირებთ და დაამთავრებენ 40-50 კმში.
3 ეტაპი - 30 მაისი
3️ეტაპი (30 მაისი) ქობულეთში გაიმართება აღმაშენებლის ქუჩაზე სპორტ სკოლის მიმდებარედ. წრიული რობოლა. 20 წრე 10 ფინიშით. (1 წრე = 2 კმ)
4 ეტაპი - 31 მაისი
4️ეტაპი (31 მაისი ) დასკვნითი რბოლა გაიმართება ბათუმში, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე. წრიული რბოლა, 20 წრე 10 ფინიშით. (1 წრე = 1.600 მ)
საკონტაქტო ინფორმაცია
☎️ დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 574-007-111
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის