შეხვედრა ველომოგზაურთან: Felipe de Alvarenga Batista
Creative Laboratory და CCN გიწვევენ ველომოგზაურ Felipe de Alvarenga Batista-სთან შეხვედრაზე 26 სექტემბერს, 19:30 საათზე.
Creative Laboratory და CCN გიწვევთ 26 სექტემბერს, 19:30 საათზე, ველომოგზაურთან შეხვედრაზე!
🚲 Felipe de Alvarenga Batista ბრაზილიელი ველომოგზაურია, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.
Felipe 39 წლისაა, პროფესიით ეკონომისტი და საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორი. თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ველოსიპედით მოგზაურობას უკავშირდება — მან უკვე გაიარა 38,000 კმ და იმოგზაურა 30 ქვეყანაში.
შეხვედრაზე Felipe გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და პრაქტიკულ რჩევებს მათთვის, ვისაც ველომოგზაურობა აინტერესებს — იქნება ეს პირველი რამდენიმედღიანი ტური თუ ხანგრძლივი მოგზაურობა.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ:
- Cyclotourism vs Bikepacking — რა განსხვავებაა?
- როგორ მოვემზადოთ პირველი ველომოგზაურობისთვის
- რა აღჭურვილობა გვჭირდება გზაზე
- კემპინგი და კემპინგის აღჭურვილობა
- ველოსიპედის მოვლა და გზაზე საჭირო საბაზისო მექანიკა
- რა განსხვავებაა ტურისტსა და მოგზაურს შორის
- როგორ შეიძლება ველოსიპედი გახდეს ადამიანებთან და კულტურებთან დაკავშირების საშუალება
გვექნება ღია საუბარი, გამოცდილების გაზიარება და კითხვა-პასუხი.
თუ ოდესმე გიფიქრიათ ველოსიპედით მოგზაურობაზე, მაგრამ არ იცით, საიდან დაიწყოთ — ეს შეხვედრა თქვენთვისაა!
მონაწილეობა თავისუფალია — დასწრება უფასოა.
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის