რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ?

რას ფიქრობენ საქართველოში ველოსიპედის შესახებ?

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ ველოსიპედი „არც ისე ქართული“ მოვლენაა და მის გამოყენებას საზოგადოება მასობრივად არასდროს დაიწყებს, რადგან მიმღებლობა მის მიმართ მცირეა ჩვენს საზოგადოებაში. ამ შინაარსის კომენტარებს ხშირად შეხვდებით სოციალურ ქსელებში, როცა ველობილიკების შესახებ მიდის მსჯელობა.

რამდენად მართალია ეს, კვლევებით შემოწმებული არ არის. (არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც ველოსიპედს უკავშირდება, მაგრამ ახლა არ ჩავუღრმავდები, რადგან ამ საკითხთან არაა დაკავშირებული)

გადავწყვიტეთ, დავკვირვებოდით რეკლამებს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook ში გვხვდება და გვემსჯელა ამის შესახებ. 

ჩვენი დაკვირვებით, ქართულ რეალობაში, ველოსიპედს, ძირითადად, დეველოპერული კომპანიები იყენებენ სარეკლამოდ. იშვიათ შემთხვევაში ვხედავთ წყლის, ან ბანკის რეკლამაშიც. დიდი შანსია, თქვენც გადაწყდომიხართ ამ ფოტოებს "სქროლვისას".

ახსენებენ, რომ ახალი ბინის ყიდვისას, შეგეძლება კორპუსის ეზოში ველოსიპედით უსაფრთხოდ სეირნობა, ოჯახთან ერთად. ანუ, შეიძლება დავუშვათ, რომ ეს მიმზიდველი სცენარია ქართული ოჯახისთვის. მინიმუმ, მარკეტინგის თანამშრომლების აზრით.

რატომ მარტო კორპუსთან? ქუჩები რომ ქვეითებზე, ველოსიპედებზე მორგებული იყოს, რატომ არ იქნება საზოგადოებისთვის მისაღები?

ქუჩა ადგილია, სადაც რამდენიმე საათს ატარებს ადამიანი დღეში. რატომ უნდა იყოს მტვრიანი, გამონაბოლქვით მოწამლული და მოუხერხებელი?

აქვე აღსანიშნია, რომ რაც მეტი ადამიანი ივლის ფეხით და ველოსიპედით, მით მეტ მანქანას გაუთავისუფლდება ადგილი და დიდი შანსია, საცობში აღარ იდგეს.

დავუბრუნდეთ საზოგადოების შეხედულებას - თქვენთვის რასთან ასოცირდება ველოსიპედი? 

 
აუცილებლად ნახეთ „ევრონიუსის“ დოკუმენტური ფილმი ველოსიპედთან დაკავშირებით
„ევრონიუსის“ სიუჟეტი ველო გადაადგილებასთან დაკავშირდებით
„ავერსის“ სტატია
 


 
 
თარიღი: 2025-02-10
ავტორი: მარ მიხელიძე