რა ნიშნავს, როცა შემხვედრი ველოსიპედისტი ორ თითს გიჩვენებს?
ველოსიპედით გადაადგილების დროს ვინმე თუ გიჩვენებს 2 თითს (ხშირად შუა და საჩვენებელი თითი ერთად, თითქოს „V“ ან „peace“ ნიშნად), ველოსიპედისტთა სამყაროში ამას რამდენიმე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და ყველა მათგანი მეგობრულია:- მეგობრული მისალმება – ერთგვარი „გამარჯობა, მეც შენსავით ველოსიპედისტი ვარ“.
- თანადგომის სიმბოლო – გზაზე ერთმანეთის პატივისცემა და საერთო კულტურის გამოხატვა.
- უსაფრთხო მგზავრობის სურვილი – ხშირად ინტერპეტირდება როგორც "დარჩი ორ ბორბალზე" – ანუ არ დაეცე, იმგზავრე ფრთხილად, მგზავრობა ბედნიერად დაასრულე.
ეს ჟესტი ხშირია შორ მანძილზე მგზავრობისას, მთის უღელტეხილებსა ან სოფლის გზებზე — ყველგან, სადაც ველოსიპედისტები ერთმანეთს საერთო საზოგადოების ნაწილად აღიქვამენ. ლაპარაკი საჭირო არ არის - ეს ხელის ჯესტი ყველაფერს ამბობს.
თარიღი: 2025-06-16
ავტორი: Misha Peradze