ლადო აფხაზავას ველოსიპედი აჩუქეს
როგორც კი გახმაურდა ამბავი, რომ ლადო აფხაზავასთვის ველო მოუპარავთ, ჩვენს ჯგუფში გააზიარეს პოსტი ველომოყვარულებმა, შევუძინოთო. ბევრმა გამოთქვა ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ყველას დაასწრო Zura's Bike Shop -მა:
დაუკავშირდნენ, მიიწვიეს თავისთან, აარჩევინეს სასურველი ველო და აჩუქეს.
შეგახსენებთ, რომ ლადო ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელია. ის საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის!
Zura's Bike Shop ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და გამოირჩევიან განსაკუთრებული ზრუნვით ველო მომხმარებლების, ველო საზოგადოების მიმართ.
გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ზურას, მისი თანამშრომლების, ლადოსა და იმ ველომოყვარულების მიმართ, ვინც მზაობა გამოთქვა, ეს კარგი რამ განხორციელებულიყო!
თარიღი: 2025-02-13
ავტორი: Mar Mikhelidze