ძაღლები ძალიან კარგად გრძნობენ შიშს. ეცადე, შეინარჩუნო სიმშვიდე.
თუ შენსკენ მომავალი ძაღლი შორიდან შენიშნე და გაქვს საშუალება, მოუმატე სიჩქარეს! უმეტეს ძაღლს მხოლოდ მისი ტერიტორიის დაცვა სურს და თუ სწრაფად გაივლი მაგ მონაკვეთს, არ აგედევნებიან.
ზოგჯერ უბრალო სტვენა ან ხმამაღალი სიტყვა („ჰეი“, „წადი!“) საკმარისია, რომ ძაღლი შეჩერდეს ან უკან დაიხიოს.
თუ ძაღლი ძალიან ახლოს მოვიდა, არ ეცადო მისი ფეხით ან ხელით მოგერიება, ეს შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. სჯობს შეინარჩუნო მანძილი და განაგრძო გზა.
ბევრი ველოსიპედისტი თან ატარებს წყლის ბოთლს ან სპეციალურ სპრეის. ძაღლის მიმართულებით მცირე რაოდენობით შხეფის შესხმა ხშირად ეფექტურია — არ ავნებს, მაგრამ აშინებს.
თუ იცი რომ კონკრეტულ უბანში ხშირად არიან აგრესიული ძაღლები, სცადე თავიდან აირიდო ეს გზა. ან ეცადე იმ დროისთვის გაიარო, როცა ძაღლები ნაკლებად აქტიურები არიან.
ძაღლები ხშირად ერიდებიან ადამიანების ჯგუფებს. მეგობრებთან ერთად მაგ მონაკვეთის გავლა ბევრად უსაფრთხო იქნება.
თუ ძაღლი ახლოს არის და ძალიან აგრესიულია - გადმოდი ველოისიპედიდან, მოაქციე ის შენსა და ძაღლს შორის, როგორც დამცავი ბარიერი. არ გააკეთო მკვეთრი მოძრაობები და არ გაიქცე - ეს უფრო გააღიზიანებს ძაღლს. განაგრძე სვლა და როგორც კი დაინახავ, რომ ის კარგავს ინტერესს, დაჯექი ველოსიპედზე.
დღესდღეობით არსებობს მცირე ზომის მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ძაღლებისთვის — მაგალითად, ულტრაბგერითი რეპელენტები ან ჰაერის ხმოვანი სიგნალები (air horn). ისინი უვნებელია, მაგრამ ხშირად ეფექტურად აშინებენ ძაღლებს. მსგავსი მოწყობილობები განსაკუთრებით გამოსადეგია, თუ ხშირად გადაადგილდები მარტო ან უცნობ მარშრუტებზე.
ძაღლები გზაზე ბევრისთვის წარმოადგენდეს გამოწვევას, მაგრამ სწორი ქცევით, ყურადღებითა და მომზადებით, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.
თუ შენც გაქვს რაიმე გამოცდილება ან რჩევა, გაგვიზიარე კომენტარებში!
This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.