როგორ გავუმკლავდეთ ძაღლებს?

როგორ გავუმკლავდეთ ძაღლებს?

საქართველოში ველოსიპედით გადაადგილებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სტრესული პრობლემა ძაღლებია — განსაკუთრებით სოფლებში ან გარეუბნებში. ისინი ხშირად მისდევენ ველოსიპედისტს, იყეფებიან, ზოგჯერ კი კბენასაც ცდილობენ.

1. არ აჩვენო შიში

ძაღლები ძალიან კარგად გრძნობენ შიშს. ეცადე, შეინარჩუნო სიმშვიდე.

2. დააჩქარე მოძრაობა

თუ შენსკენ მომავალი ძაღლი შორიდან შენიშნე და გაქვს საშუალება, მოუმატე სიჩქარეს! უმეტეს ძაღლს მხოლოდ მისი ტერიტორიის დაცვა სურს და თუ სწრაფად გაივლი მაგ მონაკვეთს, არ აგედევნებიან.

3. გამოიყენე ხმოვანი სიგნალი ან სტვენა

ზოგჯერ უბრალო სტვენა ან ხმამაღალი სიტყვა („ჰეი“, „წადი!“) საკმარისია, რომ ძაღლი შეჩერდეს ან უკან დაიხიოს.

4. არ ეცადო ხელით მოგერიება

თუ ძაღლი ძალიან ახლოს მოვიდა, არ ეცადო მისი ფეხით ან ხელით მოგერიება, ეს შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. სჯობს შეინარჩუნო მანძილი და განაგრძო გზა.

5. გამოიყენე წყლის ბოთლი

ბევრი ველოსიპედისტი თან ატარებს წყლის ბოთლს ან სპეციალურ სპრეის. ძაღლის მიმართულებით მცირე რაოდენობით შხეფის შესხმა ხშირად ეფექტურია — არ ავნებს, მაგრამ აშინებს.

6. დაგეგმე მარშრუტი

თუ იცი რომ კონკრეტულ უბანში ხშირად არიან აგრესიული ძაღლები, სცადე თავიდან აირიდო ეს გზა. ან ეცადე იმ დროისთვის გაიარო, როცა ძაღლები ნაკლებად აქტიურები არიან.

7. ჯგუფური სიარული

ძაღლები ხშირად ერიდებიან ადამიანების ჯგუფებს. მეგობრებთან ერთად მაგ მონაკვეთის გავლა ბევრად უსაფრთხო იქნება.

8. ამოიფარე ველოსიპედი

თუ ძაღლი ახლოს არის და ძალიან აგრესიულია - გადმოდი ველოისიპედიდან, მოაქციე ის შენსა და ძაღლს შორის, როგორც დამცავი ბარიერი. არ გააკეთო მკვეთრი მოძრაობები და არ გაიქცე - ეს უფრო გააღიზიანებს ძაღლს. განაგრძე სვლა და როგორც კი დაინახავ, რომ ის კარგავს ინტერესს,  დაჯექი ველოსიპედზე.

9. გამოიყენე სპეციალური მოწყობილობები

დღესდღეობით არსებობს მცირე ზომის მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ძაღლებისთვის — მაგალითად, ულტრაბგერითი რეპელენტები ან ჰაერის  ხმოვანი სიგნალები (air horn). ისინი უვნებელია, მაგრამ ხშირად ეფექტურად აშინებენ ძაღლებს. მსგავსი მოწყობილობები განსაკუთრებით გამოსადეგია, თუ ხშირად გადაადგილდები მარტო ან უცნობ მარშრუტებზე.


დასასრულს:

ძაღლები გზაზე ბევრისთვის წარმოადგენდეს გამოწვევას, მაგრამ სწორი ქცევით, ყურადღებითა და მომზადებით, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.

თუ შენც გაქვს რაიმე გამოცდილება ან რჩევა, გაგვიზიარე კომენტარებში!