რა არის Ciclovia?

რა არის Ciclovia?
Photo: Lombana
კოლუმბიის დედაქალაქი, ბოგოტა, ალბათ ბევრ სხვადასხვა კონტექსტში გსმენიათ, მაგრამ იცით Ciclovia ს შესახებ?

კვირა დღეს, დილის 7დან შუადღის 2 საათამდე ქალაქის მთავარი ქუჩები იკეტება მოტორიზებული ტრანსპორტისთვის და მოსახლეობას შეუძლია, ფეხით, ველოთი, სკეიტით, გორგოლაჭებით იაროს.

დაარსება უკავშირდება 1974 წელს მომხდარ ერთდღიან პროტესტს. ახლა, უკვე 127 კმ ს მოიცავს და საშუალოდ 1.5 მილიონი ბოგოტელი უერთდება აქტივობას.
იქმნება გარემო, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის წახალისებას. შეუძლიათ, იცეკვონ,  აერობიკის მოძრაობები შეასრულონ, მხიარულად გაატარონ დრო

სადაც ცხოვრობთ, არჩევანი რომ გქონდეთ, მსგავს ინიციატივას მხარს დაუჭერდით? რომელ ქუჩებს დაუთმობდით კვირაში 1 დღე ქვეითებს, ველოს და ა.შ.?