რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)?

რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)? რა არის Brevet Randonneurs Mondiaux (ბრევეტი)?
როდესაც ადამიანების უმეტესობა ფიქრობს ველოღონისძიებაზე, ისინი წარმოიდგენენ რბოლებს სისწრაფეზე, სპრინტებს და საპრიზო პოდიუმებს. მაგრამ ველოსპორტის სამყაროს მიღმა არსებობს უნიკალური ღონისძიება, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, ნებისყოფასა და დამოუკიდებლობაზე - Brevet Randonneurs Mondiaux (BRM).

რა არის BRM?

Brevet Randonneurs Mondiaux არის საქალაქთაშორისო, არაკონკურენტული ღონისძიება, რომლის დისტანცია მერყეობს 200 კმ-დან 1000 კმ-მდე. 
ის ტარდება საფრანგეთში არსებული ორგანიზაცია Audax Club Parisien-ის (ACP) წესების მიხედვით და იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ღონისძიება იზიდავს ველოსიპედისტებს, რომლებსაც უყვართ თავიანთი საზღვრების გადალახვა. ისინი ეჯიბრებიან არა სხვა მონაწილეებს, არამედ დროსა და მანძილს.

აქ თქვენ ვერ ნახავთ პოდიუმს პირველი, მეორე და მესამე ადგილებით! დაფინიშების მერე ყველა მონაწილე თანასწორია!

თუ მონაწილე გაივლის ყველა საკონტროლო პუნქტს და დაფარავს სრულ დისტანციას გამოყოფილ დროში, ის მიიღებს საფრანგეთიდან გამოგზავნილ მედალს და ოფიციალურ "Randonneur" -ის ტიტულს, რომელიც გამძლეობის საპატიო ნიშანია ველოსაზოგადოებაში.

როგორ გავხდე "Randonneur" -ი?

თითოეულ BRM ღონისძიებას აქვს კონკრეტული მარშრუტი და დროის ლიმიტი:
  • 200 კმ – 13.5 საათი
  • 300 კმ – 20 საათი
  • 400 კმ – 27 საათი
  • 600 კმ – 40 საათი
  • 1000 კმ – 75 საათი
მონაწილეები ვალდებულნი არიან გაიარონ ყველა საკონტროლო პუნქტი და მიიღონ ჩანაწერი/ბეჭედი ბრევეტის ბარათში .  ბარათი ურიგდება ყველა მონაწილეს სტარტამდე და დაფინიშებისას ადასტურებს, რომ მონაწილე მიჰყვებოდა დადგენილი მარშრუტს.

ბრევეტი არის "Self-supported" ღონისძიება, რაც გულისხმობს იმას, რომ სრულად საკუთარ თავზე ხართ დამოკიდებულნი - მხოლოდ თქვენი ველოსიპედი, თქვენი აღჭურვილობა, თქვენი ნებისყოფა — და გასავლელი გზა. თქვენ თვითონ ირჩევთ სად გაჩერდეთ, სად ჭამოთ, სად დაიძინოთ - ან არ დაიძინოთ.

ეს არ არის რბოლა - ეს არის გამარჯვება საკუთარ თავზე.

ბრევეტი არ არის რბოლა სხვა მონაწილეების წინაამღდეგ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ადვილად შესასრულებელია.
გამოწვევა მდგომარეობს შემდეგში:
  • უნდა გაიაროთ დიდი მანძილი, მოგიწევთ სიარული დღეც და ღამეც
  • უნდა დაგეგმოთ საკვების მიღების და შესვენების დრო და ადგილი   
  • უნდა გაუმკლავდეთ შესაძლო მექანიკურ სირთულეებს (საბურავის დაშვება ან ნებისმიერი სხვა ველოსიპედის გაუმართაობა)
  • სწორად უნდა მიჰყვეთ მარშრუტს და აუცილებლად გაიროთ ყველა საკონტროლო პუნქტი
  • მზად უნდა იყოთ ამინდის ყველა პირობებისთვის

Paris-Brest-Paris -ის ბილეთი

თუ ერთ სეზონში დაასრულებთ BRM-ის სრულ სერიას (200 + 300 + 400 + 600 კმ), მიიღებთ მონაწილეობის უფლებას ლეგენდარულ Paris–Brest–Paris (PBP) მარშრუტზე — 1,200 კილომეტრიან ღონისძიებაზე. ეს არის რანდონერების ოლიმპიადა.

ბრევეტი საქართველოში

საქართველო არის Brevet Randonneurs Mondiaux -ის ოფიციალური მასპინძელი და ატარებს ღონისძიებებს Audax Club Parisien-ის (ACP) საერთაშორისო წესების შესაბამისად.

საქართველოს ბრევეტის ღონისძიებებს ორგანიზებას უწევს CCN (Caucasus Cycling Network) — აღიარებული რანდონერების კლუბი, რომელიც ACP-სთან არის ასოცირებული. ეს ნიშნავს, რომ ბრევეტი საქართველოში ისეთივე სტანდარტებით ტარდება, როგორც საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

თითოეული ღონისძიება რეგისტრირებულია Audax Club Parisien-ში და შეტანილია გლობალურ BRM კალენდარში, რომელსაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ოფიაციალურ ვებ-გვერდზე. 

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

თუ საქართველოში ცხოვრობთ ან  აპირებთ აქ ჩამოსვლას ველოსიპედით, BRM-ში მონაწილეობა ძალიან მარტივია:
  • ეწვიეთ ccn.ge-ს ვებგვერდს ან ჩვენს Facebook -ს, გაეცანით მომავალი ღონისძიებების კალენდარს 
  • გაეცანით წესებს და გაიარეთ რეგისტრაცია
  • გადალახეთ სტარტის ხაზი, გაიარეთ ყველა საკონტროლო პუნქტი, მიიღეთ ჩანაწერი/ბეჭედი თქვენს ბრევეტის ბარათში და მოიპოვეთ საერთაშორისო აღიარება!