ჩვენი ბლოგი გთავაზობთ რჩევებს ველოსიპედის მოვლის და მართვის შესახებ. ადევნე თვალი ველოსპორტის სიახლეებს. გაიცანი და შეუერთდი ველომოყვარულების საზოგადოებას.
32 კმ-იანი რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი სამთო ველო მარშრუტი რაჭაში, რომელიც იწყება ქვედა თლუღიდან და გადის ტყის გრუნტიან გზებზე. მარშრუტზე გელოდებათ შაორის ტბა, მღვიმე კიდობანა, ნაძვნარის სურნელი, სწრაფი დაშვებები და მთა საწალიკიდან გადაშლილი პანორამული ხედები მთელ იმერეთზე.
4 MTB მარშრუტი თბილისთან ახლოს, რომლებიც პირადად გვაქვს გავლილი და დატესტილი. სტატიაში ნახავთ მარტივ და საშუალო სირთულის მიმართულებებს, პრაქტიკულ რჩევებს, უსაფრთხოების რეკომენდაციებს და ინფორმაციას ტურისტებისთვის.
გრეიმ ობრიმ ველოსპორტში შექმნა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ეფექტური აეროდინამიკური პოზიცია — „სუპერმენი“. როგორ შეცვალა წესები, რა გამოიგონა და რატომ აკრძალა UCI-მ მისი ტექნიკა.
ველოსიპედის ჩარჩოს მასალა დიდ გავლენას ახდენს ველოსიპედის ხასიათზე, კომფორტზე, გამძლეობასა და გამოყენების სფეროზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფართოდ გამოიყენება ალუმინი, კარბონი და ტიტანი, ქრომ მოლიბდენის ჩარჩოები კვლავ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბევრი ველომოყვარული მათ აფასებს არა მხოლოდ სიმტკიცის, არამედ გზაზე განსაკუთრებული შეგრძნების გამოც.
ომარ ფხაკაძე ქართული ტრეკ-სპრინტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი და ადამიანი, რომელმაც ქართულ ველოსპორტს საერთაშორისო ავტორიტეტი მოუტანა.
თბილისიდან მესტიაში ზამთრის ველოტური ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალი აღმოჩნდა: შუადღით დავიძარი და მეექვსე დღეს, გორის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ქუთაისის, წალენჯიხისა და ენგურჰესის გავლით მესტიაში ავედი. გზად ხან მზიანი ამინდი მქონდა, ხან ძლიერ წვიმა, სიცივე, ბევრი აღმართი და მიტოვებული ძაღლი. ზოგჯერ სხეულს ვუსმენდი და ტემპს ვანელებდი, ზოგჯერ კი დაღამებამდე ვაგრძელებდი სვლას. ამ გზამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სწორედ ველო მოგზაურობაა.
58 წლის ნუკრი დიასამიძის შთამაგონებელი ისტორია — როგორ დააფინიშა მან Ironman საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ურთულეს პირობებში და ტექნიკური პრობლემების მიუხედავად.