რაჭა-ლეჩხუმის ველოტური | 2-დღიანი თავგადასავალი
ველოტური მარტივი

რაჭა-ლეჩხუმის ველოტური | 2-დღიანი თავგადასავალი

2-დღიანი ველოტური რაჭა-ლეჩხუმში. აღმოაჩინეთ ჭოლევის ტბა, მრავალძალი, ამბროლაური და საირმის სვეტები. იდეალურია MTB, Gravel და Cyclocross ველოსიპედებისთვის.

ივანე ჯავახიშვილის ხიდი
01 აგვისტო 2026
07:00
2 დღე
61 km
1830 m

აღმოაჩინეთ რაჭა-ლეჩხუმის ულამაზესი ბუნება "კავკასიის ველო ქსელთან" ერთად. ტური აერთიანებს ტყის მშვიდ ბილიკებს, ალპურ პეიზაჟებს, მთის ტბას, ისტორიულ სოფელსა და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნების ძეგლს — საირმის სვეტებს.

მარშრუტი გათვლილია ველომოყვარულებისთვის, რომლებიც ეძებენ მარტივ, მაგრამ ვიზუალურად გამორჩეულ თავგადასავალს. პირველ დღეს ძირითადად დაღმართი გელოდებათ, ხოლო მეორე დღეს — სასიამოვნო სვლა რაჭის ხეობაში და სურვილის შემთხვევაში საფეხმავლო მონაკვეთი საირმის სვეტების ხედების დასათვალიერებლად.

ტურის მონაცემები

  • ხანგრძლივობა: 2 დღე
  • ველოსიპედით გასავლელი მანძილი: 61 კმ (+ სურვილის შემთხვევაში დამატებით 30 კმ)
  • საფეხმავლო მონაკვეთი: 5 კმ (სურვილის შემთხვევაში)
  • რეკომენდებული ველოსიპედი: Cross-country MTB, Gravel ან Cyclocross
  • განთავსება: საოჯახო სასტუმრო ამბროლაურში (შესაძლებელია კარვით დარჩენაც)

რას ნახავთ

  • შქმერის ტყე
  • ჭოლევის ტბა
  • ხედები მრავალძალიდან
  • ამბროლაური
  • საირმის სვეტები

ჯგუფის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით დაახლოებით 30 კმ-ის გავლა და ცაგერამდე ჩასვლა.

ვისთვის არის ტური?

ტური მარტივი სირთულისაა და შესაფერისია როგორც დამწყები, ისე გამოცდილ ველომოყვარულებისთვის. რეკომენდებულია MTB, Gravel ან Cyclocross ველოსიპედი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტურის მარშრუტი და განრიგი შესაძლოა მცირედ შეიცვალოს ამინდის ან სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მარშრუტი

ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:

  1. 1
    დღე 1: თბილისი → შქმერი (ტრანსპორტით) → ჭოლევის ტბა → მრავალძალი → ხიმში → ამბროლაური (ღამისთევა)
  2. 2
    დღე 2: ამბროლაური → საირმის სვეტები → თბილისი (ტრანსპორტით)

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა