ველოტური ზედაზენში: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ
ველოტური მარტივი

ველოტური ზედაზენში: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ

შემოგვიერთდით მარტივ ველოტურზე ზედაზნის მიმართულებით, ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ. გაიცანით ზედაზნის ციხის ისტორია და დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვ…

ივანე ჯავახიშვილის ხიდი
19 აპრილი 2026
09:00
8 საათი
25 km
550 m

გიწვევთ მარტივი ველოტურების სერიაზე: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ 🚴‍♂️⚔️

ამჯერად ვესტუმრებით ზედაზენს:

ზედაზნის ციხის აღება — 1103 წელს, კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა პირველად ზედაზნის ციხეზე მიიტანა იერიში. ეს იყო კახეთ-ჰერეთის სამეფოს ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტი, რომელიც შიდა ქართლიდან მიმავალ ძირითად გზას კეტავდა. ამ დროს ზედაზენი ძაგან აბულეთისძეს ეკუთვნოდა, რომელიც კახეთის მეფეს მორჩილებდა. 1103 წელს დავითმა ზედაზნის ციხე წაართვა კვირიკე IV-ს. ეს საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო 📜

რა დაგჭირდებათ

  • ჩაფხუტი (აუცილებელია) 🪖
  • წყალი 💧
  • წასახემსებელი 🍫
  • ველოს შესაბამისი სათადარიგო კამერა 🔧


მარშრუტის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ველოსიპედით, თუმცა რეკომენდაციას ვუწევთ: cross country, gravel და CX.

თუ ვინმეს სურს, საკუთარი ველოსიპედით წამოვიდეს თბილისიდანვე და ველოსიპედითვე დაბრუნდეს, ანუ ტრანსპორტირებით არ ისარგებლოს, სიამოვნებით მიგიღებთ 😊 უბრალოდ წინასწარ შეგვატყობინეთ, რომ აპირებთ შემოერთებას.

მარშრუტი

ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:

  1. 1
    შეკრება ბაგების/მაღლივის ხიდთან, ველოსიპედების შემოწმება, ჩატვირთვა და გასვლისთვის მომზადება
  2. 2
    გასვლა ზედაზენის მიმართულებით
  3. 3
    ჩასვლა, ველოების ჩამოტვირთვა, მოკლე ინსტრუქცია და ტურის დაწყება
  4. 4
    ისტორიული ლოკაციების მონახულება
  5. 5
    შესვენება, წახემსება და ფოტოების გადაღება
  6. 6
    გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა