ველოტური ფარცხისში: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ
სისიენი გიწვევთ მარტივი ველოტურების სერიაზე. ამჯერად ჩვენი მარშრუტი ფარცხისის მიმართულებით მიემართება და გვახსენებს 1074 წლის მნიშვნელოვან ბრძოლას.
გიწვევთ მარტივი ველოტურების სერიაზე: ისტორიული ბრძოლების კვალდაკვალ 🚴♂️⚔️
ამჯერად ჩვენი მარშრუტი ფარცხისის მიმართულებით მიემართება და გვახსენებს 1074 წლის მნიშვნელოვან ბრძოლას, სადაც საქართველოს მეფე გიორგი II-მ სარანგის ლაშქარი დაამარცხა.
მას შემდეგ, რაც სელჩუკთა სულთანმა მალიქ-შაჰმა განძი ააოხრა და ამირა ფადლონს დაარტყა, განძის გამგებლობა სარანგს დააკისრა. მან 48 ათასი მხედარი მიიღო და ქართლის დარბევა დაევალა.
სარანგმა დვინისა და დმანისის ამირები მოიშველია და ქართლს შეესია. გიორგი II-მ სწრაფად შეკრიბა ჯარი, მოკავშირედ გაიხადა კახთა მეფე აღსართან I და მტერს ფარცხისთან, დღევანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შეება. ქართველებმა მტერი დაამარცხეს და გააქციეს. ფარცხისთან მოპოვებულ გამარჯვებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 📜
რა დაგჭირდებათ
- ჩაფხუტი (აუცილებელია) 🪖
- წყალი 💧
- წასახემსებელი 🍫
- ველოს შესაბამისი სათადარიგო კამერა 🔧
მარშრუტის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ველოსიპედით, თუმცა რეკომენდაციას ვუწევთ: cross country, gravel და CX.
თუ ვინმეს სურს, საკუთარი ველოსიპედით წამოვიდეს თბილისიდანვე და ველოსიპედითვე დაბრუნდეს, ანუ ტრანსპორტირებით არ ისარგებლოს, სიამოვნებით მიგიღებთ 😊 უბრალოდ წინასწარ შეგვატყობინეთ, რომ აპირებთ შემოერთებას.
მარშრუტი
ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:
-
1
შეკრება ბაგების/მაღლივის ხიდთან, ველოსიპედების შემოწმება, ჩატვირთვა და გასვლისთვის მომზადება
-
2
გასვლა ფარცხისის მიმართულებით
-
3
ჩასვლა, ველოების ჩამოტვირთვა, მოკლე ინსტრუქცია და ტურის დაწყება
-
4
ისტორიული ლოკაციების მონახულება
-
5
შესვენება, წახემსება და ფოტოების გადაღება
-
6
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
Route map could not be loaded.
შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.
შესვლა შეფასებისთვის