გურული ველო დღეები 5 — კინტრიშის ხეობა
ველოტური საშუალო

გურული ველო დღეები 5 — კინტრიშის ხეობა

გურული ველო დღეები 2026 კინტრიშის ხეობაში. ველოტური, ლაშქრობა ტბიყელის ტბაზე, კემპინგი და სამდღიანი თავგადასავალი ბუნებაში.

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
28 აგვისტო 2026
07:00
3 დღე
85 km
3520 m

გურული ველო დღეები (Guruli Bike Days) ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 2022 წლიდან იმართება და აერთიანებს ველომოგზაურობას, ლაშქრობასა და ბუნებაში დაბანაკებას.

ღონისძიების მთავარი იდეაა გურიისა და მის გარშემო ბუნებრივი და კულტურული ადგილების ველოსიპედითა და ფეხით მონახულება.

2026 წელს სამი დღის განმავლობაში ველოსიპედით გავივლით კინტრიშის ხეობას, დავბანაკდებით სოფელ ხინოში და ფეხით მოვინახულებთ ტბიყელის ტბას 🚴‍♀️🥾⛺


🗺️ მარშრუტი

📅 28 აგვისტო — კინტრიშის ხეობა და სოფელი ხინო

🚍 07:00 — თბილისიდან გამგზავრება.

📍 დაახლოებით 12:00 — კინტრიშის ხეობაში ჩასვლა და ველომარშრუტის დაწყება.

🚴‍♂️ ველომარშრუტის მონაცემები:

  • მანძილი: 31 კმ;
  • ჯამური აღმართი: +1,330 მ;
  • ფინიში: სოფელი ხინო;
  • ღამისთევა: კარავში ან საოჯახო სასტუმროში.

გზად მოვინახულებთ:

  • 🌉 ვარჯანაულის თამარის ხიდს;
  • 🌉 ცხემვანის თაღოვან ხიდს;
  • 🏘️ სოფელ დიდვაკეს;
  • ⛪ ხინოწმინდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს.

📅 29 აგვისტო — ლაშქრობა ტბიყელის ტბისკენ

🚶‍♀️ სოფელ ხინოდან, სარბიელას საბანაკე ადგილის გავლით, ტბიყელის ტბისკენ გავემართებით და იმავე გზით ხინოში დავბრუნდებით.

🏔️ ტბიყელის ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 2,000 მეტრზე მდებარეობს და გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და შთამბეჭდავი ხედებით.

🥾 ლაშქრობის მონაცემები:

  • მანძილი: 23 კმ;
  • ჯამური აღმართი: 1,760 მ;
  • სავარაუდო ხანგრძლივობა: 10–12 საათი.

⚠️ ლაშქრობა ხანგრძლივი და ფიზიკურად დატვირთულია. მონაწილეობისთვის საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება და ხანგრძლივი მთის ლაშქრობისთვის მზადყოფნა.


📅 30 აგვისტო — ხინო → კინტრიშის ხეობა → სოფ. ქობულეთი

🚴‍♂️ სოფელ ხინოდან კინტრიშის ხეობის გავლით სოფ. ქობულეთის მიმართულებით დავეშვებით.

🚴‍♂️ ველომარშრუტის მონაცემები:

  • მანძილი: 31 კმ;
  • ჯამური აღმართი: 430 მ.

🚍 დაახლოებით 16:00 საათზე თბილისისკენ გამოვემგზავრებით.


⛺ საბანაკე პირობები

საბანაკე ადგილზე ხელმისაწვდომია:

  • ✅ სასმელი წყალი;
  • ✅ მდინარე;
  • ✅ კარვის გასაშლელი ადგილი;
  • ✅ საჭმლის მოსამზადებელი გაზი.

🍲 კვება

კვება ღონისძიების ღირებულებაში არ შედის. მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ დაახლოებით 2.5 დღისთვის საკმარისი საკვები.

სასურველია შეარჩიოთ მსუბუქი, ენერგიული და მარტივად მოსამზადებელი საკვები, რომელიც ხანგრძლივი ველომარშრუტისა და ლაშქრობისთვის გამოგადგებათ.


📵 მობილური კავშირი

კინტრიშის ხეობის დიდ ნაწილში არც ერთი მობილური ქსელი არ იჭერს და სატელეფონო კავშირი არ იქნება.

ტბიყელის ტბისკენ მიმავალ გზაზე „მაგთის“ ქსელი მცირე მონაკვეთზე შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა მასზე სრულად ნუ იქნებით დამოკიდებული.

გამგზავრებამდე სასურველია ოჯახის წევრებსა და ახლობლებს წინასწარ აცნობოთ, რომ ღონისძიების განმავლობაში გარკვეული დროით მობილურ კავშირზე ხელმისაწვდომი ვერ იქნებით.


🎒 აუცილებელი აღჭურვილობა

  • 🚲 ტექნიკურად გამართული ველოსიპედი;
  • ⛑️ ველოსიპედის ჩაფხუტი;
  • 🛞 თქვენი ველოსიპედისთვის შესაბამისი სათადარიგო კამერა;
  • 🥾 სალაშქრო ფეხსაცმელი;
  • 👖 გრძელი შარვალი ლაშქრობისთვის;
  • ⛺ კარავი;
  • 🛏️ საძილე ტომარა და დასაფენი;
  • 🔦 ფანარი და სათადარიგო ელემენტები;
  • 💧 წყლის ბოთლი;
  • 🎒 მცირე სალაშქრო ზურგჩანთა საკვებისა და წყლისთვის;
  • 🍽️ სალაშქრო ჭურჭელი — თეფში, ჭიქა, კოვზი და ჩანგალი;
  • 🧥 საწვიმარი და თბილი ტანსაცმელი;
  • ☀️ მზისგან დამცავი საშუალება;
  • 🦟 მწერებისა და ტკიპებისგან დამცავი საშუალება (რეპელენტი);
  • 🔋 სრულად დამუხტული Power Bank;
  • 💊 პირადი მედიკამენტები;
  • 🥢 სასურველია სალაშქრო ჯოხები.

🏡 საოჯახო სასტუმრო ხინოში

თუ კარავში დარჩენა არ გსურთ, ხინოში შესაძლებელია საოჯახო სასტუმროში განთავსება.

  • 🛏️ ერთ ოთახში არის 2 საწოლი;
  • 💰 ერთი ოთახის ღირებულებაა 100 ₾ ერთი ღამით;
  • 🏠 ხელმისაწვდომია სულ 6 ოთახი.

დაჯავშნის მსურველებმა მოგვწერეთ და საოჯახო სასტუმროს წარმომადგენელს დაგაკავშირებთ.


🧭 უსაფრთხოება და მხარდაჭერა

ტურს გაუძღვებიან გამოცდილი გიდები.

მარშრუტის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ველოსიპედის ტექნიკური დახმარებაც.

⚠️ მარშრუტი და დღის განრიგი შესაძლოა შეიცვალოს ამინდის, გზის მდგომარეობის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით.


💳 ტრანსპორტირებისა და ბარგის მომსახურების ღირებულება

აირჩიეთ თქვენთვის შესაბამისი მომსახურება:

🚴‍♂️🧳🚍 225 ₾

მონაწილის, ველოსიპედისა და ბარგის ტრანსპორტირება თბილისიდან მარშრუტის დასაწყისამდე და უკან, თბილისში.

🚴‍♂️🧳 80 ₾

მხოლოდ ველოსიპედისა და ბარგის ტრანსპორტირება, თუ მარშრუტის დასაწყისამდე და უკან საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებით.

🧳 40 ₾

ბარგის ტრანსპორტირება მარშრუტის განმავლობაში, თუ ღონისძიებაზე საკუთარი ტრანსპორტით მოხვალთ და უკანაც დამოუკიდებლად გაემგზავრებით.


📝 რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 აგვისტო.

📌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.


🚴‍♂️🥾⛺ სამი დღე ველოსიპედით, ფეხით, კარვებით  კინტრიშის ველურ ბუნებაში — Guruli Bike Days 2026.

მარშრუტი

ველოტურის ეტაპობრივი აღწერა:

  1. 1
    28 აგვისტო — თბილისი → კინტრიშის ხეობა → ხინო
  2. 2
    29 აგვისტო — ლაშქრობა ტბიყელის ტბაზე
  3. 3
    30 აგვისტო — ხინო → კინტრიშის ხეობა → ქობულეთი

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა

გეგმავ კერძო, ჯგუფურ ან კორპორაციულ ველოტურს?

გაეცანი ჩვენს ველოტურებს საქართველოში — ინდივიდუალური მოგზაურობებისთვის, ჯგუფებისა და კორპორაციული გუნდებისთვის.

ველოტურების ნახვა