როგორ მოვემზადოთ 300 კმს გასავლელად?
ვორქშოპი

როგორ მოვემზადოთ 300 კმს გასავლელად?

16 ივნისს, 07:00 — პრაქტიკული შეხვედრა 300 კმ ბრევეტის მომზადებაზე. ფიზიკური და მენტალური მზადყოფნა, კვება, ელევაცია და ტაქტიკა. დასწრება თავისუფალია.

ვაკის პარკი
16 ივნისი 2025
07:00
1 საათი 30წუთი

როცა საქმე ასეულობით კილომეტრის გავლას ეხება, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ფიზიკური მზადყოფნა და გამძლეობა
  • მენტალური სტაბილურობა
  • კვების და ენერგიის სწორი განაწილება
  • ტემპის შერჩევა
  • მარშრუტის ელევაციის გათვალისწინება


ამ საკითხებზე ისაუბრებს ბრევეტი 300-ის მონაწილე და ბრევეტი 200-ის პირველი ფინიშერი — ზურა დიასამიძე.

შეხვედრის ფორმატი

შეკრება — ვაკის პარკის თეთრ სვეტებთან (პარკში არა — ზემოთ, ჭავჭავაძის გამზირზე)

ვივლით სავარჯიშო ტემპში კუს ტბაზე, შემდეგ დავეშვებით მზიურის პარკისკენ, სადაც გაიმართება საუბარი და გამოცდილების გაზიარება.

მონაწილეობა

დასწრება თავისუფალია.

თუ გეგმავთ მონაწილეობას, მოგვწერეთ მესენჯერში. შეგიძლიათ კითხვები წინასწარ მოიმარაგოთ 🙂

შეხვედრამდე!

გალერეა

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა