ველოს შეკეთება: საბაზისო დონე
ვორქშოპი

ველოს შეკეთება: საბაზისო დონე

ველოს შეკეთების საბაზისო ვორქშოპი 24 მაისს, მზიურის პარკში. ისწავლე კამერის გამოცვლა და ბრევეტისთვის მომზადება. მონაწილეობა უფასოა.

მზიური
24 მაისი 2025
09:00
2 საათი

თუ ველოსიპედით დადიხარ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა მისი შეკეთება მინიმალურ დონეზე მაინც დაგჭირდება — იქნება ეს ველოტურში თუ ყოველდღიურ გადაადგილებაში.

როგორც იცით, 200 კმ ბრევეტი 26 მაისს გაიმართება. ბრევეტი self-supported ფორმატშია, რაც ნიშნავს, რომ გზად ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში ველოს შეკეთება თავად უნდა შეძლოთ.

ვის შეუძლია დასწრება

დასწრება შეუძლია როგორც ბრევეტის მონაწილეს, ასევე ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობა უფასოა.

თუ გადაწყვეტთ CCN-ის მხარდაჭერას, სიამოვნებით გაგიზიარებთ ანგარიშის ნომერს: #GE76TB7513736080100007

ვინ გაუძღვება შეხვედრას

შეხვედრას გაუძღვება ველო მექანიკოსი, ველო ინსტრუქტორი და გიდი, CCN-ის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ კურდღელაშვილი.

რას ისწავლით

  • როგორ გამოცვალოთ ან შეაკეთოთ დაზიანებული კამერა
  • როგორ მოემზადოთ ველოსიპედით გასვლისთვის
  • როგორ შეამოწმოთ ველოსიპედის სხვადასხვა ნაწილი
  • სხვა პრაქტიკული რჩევები გზაზე გამოსადეგი სიტუაციებისთვის

შეხვედრის განმავლობაში შეძლებთ კითხვების დასმას და პრაქტიკულ დემონსტრაციაში მონაწილეობას.

გალერეა

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა