ველოს მორგება საჭიროების შესაბამისად
ვორქშოპი

ველოს მორგება საჭიროების შესაბამისად

Bike Fitting შეხვედრა 12 ივნისს, 19:00. ისწავლეთ როგორ მოირგოთ ველოსიპედი სწორად კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. დასწრება თავისუფალია.

ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღი
12 ივნისი 2025
19:00
2 საათი

როცა ვაპირებთ ველოსიპედით სიარულს, პირველ რიგში ველო სწორად უნდა მოვირგოთ.

სწორად მორგებული ველოსიპედი საჭიროა:

  • კომფორტისთვის
  • სახსრებისა და მუხლების დაცვისთვის
  • ტრავმების პრევენციისთვის
  • დიდი მანძილების ეფექტურად გასავლელად


Bike Fitting, ანუ ველოს მორგება, დამოკიდებულია:

  • ველოსიპედისტის ანატომიაზე
  • გასავლელ მანძილზე
  • ტემპზე — სწრაფი, ნელი თუ ზომიერი
  • ველოს ტიპსა და დანიშნულებაზე

შეხვედრა ტარდება „ბრევეტი 300“-ის მომზადების ფარგლებში.

ვინ გაუძღვება შეხვედრას

ნიკოლოზ კურდღელაშვილი — ველო ინსტრუქტორი, ველო გიდი, ველო მექანიკოსი და CCN-ის წარმომადგენელი.

ლოკაცია

ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის პარკი
შეკრება მთავარ შესასვლელთან (ველო პარკინგებთან)

დასწრება

დასწრება თავისუფალია.

მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

გალერეა

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა