ბრევეტი 200კმ - მარნეული
ბრევეტი

ბრევეტი 200კმ - მარნეული

200 კმ ბრევეტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 13:30 საათის ლიმიტი. რეგისტრაცია ონლაინ.

მარნეული
26 მაისი 2026
09:00
13 საათი 30 წუთი
200 km
2870 m

ბრევეტის მხარდამჭერები

ღონისძიებას მეტ ენერგიას, ხარისხს და მასშტაბს სძენენ. ჩვენ ვაფასებთ მათ ნდობას და მხარდაჭერას.

🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 13:30 საათში?

🇬🇪 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა: ველოსიპედისტები ჩვენებურად აღვნიშნავთ. გვინდა, ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ და 2026 წლის პირველ, 200 კმ ბრევეტს ამ დღეს ვატარებთ.

ღონისძიების შესახებ

ბრევეტი არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით. 
მისი საშუალებით გამოცდი საკუთარ გამძლეობას, დროის სწორად მართვის და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბრები სხვას, შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს!
მარტივად რომ ავხსნათ: ფინიშერის მედალს მიიღებ, თუ 200 კმს 13:30 საათზე ნაკლებ დროში გაივლი.

  • მანძილი: 200 კმ
  • დროის ლიმიტი: 13 საათი 30 წუთი
  • ფორმატი: (self-supported)

self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი: ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრატაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.

მარშრუტის შესახებ

გადავწყვიტეთ, 2 ვარიანტი გვქონდეს:

  1. Gravel მარშრუტი წრიულია, იწყება და სრულდება მარნეულში, თუმცა გასავლელი იქნება 23 კმ გრუნტი და რეკომენდებულია Gravel/CX ველოსიპედი
  2. Road მარშრუტის პირველი ნახევარი გზა იგივეა, თუმცა შემდეგ უკან იგივე ასფალტიანი გზით დაბრუნებაა, რაც Road ველოსიპედით მონაწილეობის საშუალებას იძლე

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს, რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი მანძილის დაფარვა სტაბილური ტემპით.

რეკომენდებულია Road, Gravel.

რატომ ღირს მონაწილეობა

ბრევეტი 200 მხოლოდ მანძილი არ არის — ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის და მენტალური სიმტკიცის გამოცდა. ასევე, ეს პირველი ნაბიჯია უფრო გრძელი ბრევეტებისკენ: 300 კმ, 400 კმ და 600 კმ.

რეკომენდაცია

მოემზადე პასუხისმგებლობით, იარე გონივრულად და აღნიშნე საქართველოს დამოუკიდებლობის შენს ველოსიპედითთან ერთად.

გალერეა

შეფასების დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია.

შესვლა შეფასებისთვის

მსგავსი ღონისძიებები

ყველას ნახვა