🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 20 საათში?
13-14 ივნისს 2026 წლის მეორე, 300 კმ ბრევეტს ვატარებთ.
ღონისძიების შესახებ
ბრევეტი არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით.
მისი საშუალებით გამოცდი საკუთარ გამძლეობას, დროის სწორად მართვის და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბრები სხვას, შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს!
მარტივად რომ ავხსნათ: ფინიშერის მედალს მიიღებ, თუ 300 კმს 20 საათზე ნაკლებ დროში გაივლი.
- მანძილი: 300 კმ
- დროის ლიმიტი: 20 საათი 00 წუთი
- ფორმატი: (self-supported)
self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი: ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრატაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.
მარშრუტის შესახებ ! შესაძლოა მცირედით შეიცვალოს !
მარშრუტი წრიულია, იწყება და სრულდება ქუთაისში.
სტარტის შემდეგ მარშრუტი მიემართება სამტრედიის მიმართულებით, შემდეგ კი გადის სენაკს და ზუგდიდს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას შეინარჩუნონ სტაბილური ტემპი და სწორად გადაანაწილონ ენერგია.
ზუგდიდის შემდეგ მარშრუტი გრძელდება აღმართიანი მონაკვეთებით. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპის კონტროლი, კვების სწორი დაგეგმვა და ენერგიის დაზოგვა.
- გამოცხადება სტარტზე
06:00 - სტარტი - ქუთაისი (თეთრი ხიდი)
გახსნა: 07:00 - ჩეკპოინტი 1 - ! ინფორმაცია განახლდება !
გახსნა: ~
დახურვა: ~ - ჩეკპოინტი 2 - ! ინფორმაცია განახლდება !
გახსნა: ~
დახურვა: ~ - ჩეკპოინტი 3 - ! ინფორმაცია განახლდება !
გახსნა: ~
დახურვა: ~ - ფინიში - ქუთაისი (თეთრი ხიდი)
დახურვა: 03:00 (20h 00m)
ვის შეუძლია მონაწილეობა
მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს,
რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი მანძილის დაფარვა სტაბილური ტემპით.
მარშრუტის აღმართების ჯამი დაახლოებით 1350 მეტრს შეადგენს, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც გამოცდილი რანდონერებისთვის, ასევე იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც პირველად ცდილობენ 300 კმ დისტანციის დაფარვას.
რეკომენდებულია Road, Gravel, Cyclocross ველოსიპედი.
რატომ ღირს მონაწილეობა
ბრევეტი 300 მხოლოდ მანძილი არ არის — ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის და მენტალური სიმტკიცის გამოცდა. ასევე, ეს პირველი ნაბიჯია უფრო გრძელი ბრევეტებისკენ: 400 კმ და 600 კმ.
რეკომენდაცია
- მარშრუტი წინასწარ ჩაწერეთ GPS მოწყობილობაში ან ტელეფონში.
- იქონიეთ სრულად დამუხტული ტელეფონი და power bank.
- აუცილებლად გქონდეთ წინა და უკანა განათება, რადგან მარშრუტის ნაწილი ღამით იქნება გასავლელი.
- წაიღეთ საკმარისი წყალი, ელექტროლიტები და ენერგიის სწრაფად აღსადგენი საკვები: გელები, ბარები, ბანანი.
- არ გამოიყენოთ ის საკვები და დანამატები, რომლებიც მანამდე არ დაგიტესტავთ.
- შეამოწმეთ საბურავები, მუხრუჭები, ჯაჭვი და გადართვის სისტემა სტარტამდე.
- იქონიეთ სათადარიგო კამერა, ტუმბო ან CO₂, საბურავის აღსადგენი ნაკრები და მულტითული.
- ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. ღამით ტემპერატურა შეიძლება საგრძნობლად დაეცეს.
- გადაანაწილეთ ძალები.
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიება self-supported ფორმატში ტარდება და მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე, ნავიგაციაზე და ტექნიკურ მზადყოფნაზე.